”სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 212 პროექტია მხარდაჭერილი”

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“დადებითად შეაფასა.„ჩვენ, ღია ბაზრის პირობებში, მცირე ხელშეწყობით, ყველანაირი პროტექციონიზმის გარეშე, რაც არის თავისუფალი ბაზრისა და ეკონომიკის ძირითადი ამოსავალი წერტილი, მოვახერხეთ შეგვექმნა სტიმული, რათა ჩვენს მოქალაქეებს წარმოება საქართველოში დაეწყოთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„შემიძლია, ადგილობრივი ნაწარმის ჩამონათვალი მოგცეთ, რომელმაც იმპორტი ჩანაცვლა და ექსპორტზე გავიდა“. სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, 212 პროექტია მხარდაჭერილი როგორც ფინანსური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით. შექმნილია 450 მილიონზე მეტი ლარის საინვესტიციო შესაძლებლობა და 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.