ელენე ხოშტარია - მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არსებულ ეკონომიკურ ვითარებაში მსგავსი ცვლილებები აუცილებელია.

,,მნიშვნელოვანია ჩვენ გვქონდეს საშუალება, რომ კარგად ვიმსჯელოთ მომავალი წლის ბიუჯეტზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბიუჯეტში ამ ეკონომიკურ ვითარებაში, გათვლილი იყოს რადიკალური ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია გაუმკლავდეთ ეკონომიკურ გამოწვევებს“, -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.