ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ციფრული ეკონომიკის განვითარებას იწყებს

BTU-ს ციფრული ეკონომიკის განვითარების ინიციატივის პრეზენტაცია დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სივრცეში გაიმართა. უნივერსიტეტის მხრიდან წარმოდგენილი იქნა 10 ნაბიჯი, რომლებიც აუცილებელია ციფრული ეკონომიკის განვითარებისათვის:

1) დასაქმების საერთაშორისო პორტალების ხელმისაწვდომობის გაზრდა

2) კონსულტაციების დასაქმების ქსელებში ჩართვის მიზნით გაწევა

3) კონკრეტული ვაკანსიების პრომოცია

4) საკომუნიკაციო კამპანია - ”გაუზიარე მეტი ცოდნა”

5) ერთობლივი აქტივობების განხორციელება დაინტერესებულ მხარეებთან ერთად

6) ღია კარის დღეები

7) ტრეინინგები და სემინარები

8) გადამზადება IT პროგრამირების თემებზე

9) ციფრული ტექნოლოგიების ლაბების გახსნა

10) ციფრული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის შემუშავება

bpn”ჩვენ ვფიქრობთ ციფრული ეკონომიკა ქვეყნის მომავლის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ ინიციატივის განხორციელება ჩვენ უკვე დავიწყეთ და კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით სხვებიც გააქტიურდებიან. პროექტის ფარგლებში გადავამზადეთ და დავასაქმეთ ათეულობით ადამიანი. ჩვენს Facebook გვერდზე დავიწყეთ ინფორმაციის მოწოდება დასაქმების საერთაშორისო პორტალების შესახებ. აქტიურები ვართ კონსულტაციების გაცემის მიმართულებითაც,” - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

”ეს ინიციატივა ახალგაზრდების დისტანციურ დასაქმებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში ციფრულ სამუშაო ადგილებზე გვაქვს საუბარი. ჩვენ ყველა დაინტერესებულ პირს ვეხმარებით, რომ წვდომა ჰქონდეთ სამუშაო ადგილებზე, რომლის შესრულებაც მათ შეუძლიათ. კადრების ტრეინინგები და გადამზადებაც აქტიურად ხდება,” - თქვა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტების მენეჯერმა ზურაბ პერტაიამ.bpn

მათი განცხადებით, ციფრული ეკონომიკა მსოფლიოში აღიარებულია, როგორც მომავლის ეკონომიკა. 2016 წელს მსოფლიოში ციფრული ეკონომიკის მაჩვენებელი 1 ტრილიონი დოლარია. სფეროში დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი მუშაობს. უნივერსიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ ამ მსოფლიო ტრენდს საქართველოც შეუერთდეს და ამის გაკეთებას, პირველ რიგში, თავად იწყებს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ჩაატარა მასშტაბური გამოკვლევაც, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 91 პროცეტი თანახმაა, რომ გაიაროს გადამზადება, თუ დასაქმების პერსპექტივას დაინახავს. მათი გაანგარიშებით და მეზობელი ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, ციფრულ ეკონომიკაში დასაქმებულის საშუალო წლიური ანაზღაურება საქართველოში 68 000 ლარი იქნება.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იწყებს 10 ნაბიჯიანი ინიციატივის განხორციელებას.