ნავთობის ფასი მცირედით დაეცა

მსოფლიო ბაზარზე დღეს დილით ნავთობის ფასი მცირედით დაეცა.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი 1,8%-ით შემცირდა და ბარელზე 53,93 დოლარი შეადგინა. 1,7%-ით გაიაფდა აშშ-ის ნედლი ნავთობიც, რომლის ფასმა ბარელზე 50.54 დოლარი შეადგინა.

კვირის დასაწყისში ნავთობის ფასი 15-თვიან მაქსიმუმამდე გაიზარდა და "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 55 დოლარს გადააჭარბა.

ანალიტიკოსთა განცხადებით, "შავ ოქროზე" ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ OPEC-ის წევრი ქვეყნები ვერ შეძლებენ ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებული აღებული ვალდებულებების შესრულებას.

30 ნოემბერს OPEC-ის წევრები შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მოპოვების მოცულობას დღეში 1.2 მილიონი ბარელით შეამცირებენ. ხოლო რუსეთმა პირობა დადო, რომ მოპოვებას დღეში 300 ათასი ბარელით შეამცირებდა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ "შავ ოქროზე" ფასების ზრდა ორშაბათსვე გამოიწვია.