"მომავალ წელს საქართველოს ოთხ ქალაქში თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები აშენდება"

2017 წელს, თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები საქართველოს ოთხ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში აშენდება , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.

”ეს იქნება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საქართველოს ოთხ ქალაქში ჯანმრთელი ცხოვრების წესს შუწყობს ხელს. რაც ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ფეხბურთის და რაგბის სტადიონების განახლებას თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.