ფრანსუა პეჰშო - სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ნებისმიერ ღონისძიებას, რაც კერძო ინვესტიციებს წაახალისებს

მთავრობას სჯერა, რომ მოგების გადასახადის დაბეგვრის მოდელის ცვლილება წაახალისებს კერძო ინვესტიციებს და მხარს დაუჭერს ეკონომიკურ ზრდას“ , - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეჰშომ გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისივე თქმით, სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ნებისმიერ ღონისძიებას, რაც წაახალისებს კერძო ინვესტიციებს.

”თუმცა, ჩვენს შეშფოთებას, ძირითადად, განაპირობებდა ამ რეფორმის შედეგად ბიუჯეტში შემოსავლების კლება, რაც, დაახლოებით, 500 მილიონი ლარის ფარგლებში იყო მოსალოდნელი. ჩვენ მთავრობას ვურჩიეთ, კერძო ინვესტიციები წაეხალისებინა ბიზნეს კლიმატის და საკუთრების უფლების დაცვით, რასაც ხელს შეუწყობდა მიწის რეგისტრაციის რეფორმა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და განათლების, კერძოდ კი პროფესიული განათლების ხელშეწყობა“, - აღნიშნა ფრანსუა პეჰშომ.