ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2017 წლის 31 ივლისამდე ოფიციალურად გაახანგრძლივა, - იუწყება ფრანგული Le Figaro.

„2016 წლის 19 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ გაახანგრძლივა რუსეთის ეკონომიკის კონკრეტული დარგების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2017 წლის 31 ივლისამდე“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

15 დეკემბერს ევროპულმა კავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ნახევარი წლით გაახანგრძლივა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა სამიტზე მიიღეს, რომელიც ბრიუსელში გაიმართა. სანქციები 2017 წლის 31 ივლისამდე იმოქმედებს.

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წლის ზაფხულში დაუწესა აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული საომარი ქმედებების გამო. ევროკავშირი ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ იღებს რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებებს.