ზურაბ ჭიაბერაშვილი - ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურში გადაიზრდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურში გადაიზრდება.

როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული ვალუტის დღევანდელი მდგომარეობა აჩენს ეკონომიკაში არსებული უაღრესად მძიმე კრიზისული მდგომარეობის გამოვლინებას, რაც „პირდაპირ დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის მთავრობის არაკომპეტენტურობასთან და მის მიერ გატარებულ მავნებლურ პოლიტიკასთან“.

„მთავრობა ახლაც დგამს დიამეტრალურად საწინააღმდეგო ნაბიჯებს იმისა, რაც წესით, კრიზისის დროს მთავრობამ უნდა გააკეთოს. ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში გარდაუვალია, რომ ეს ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურ კრიზისშიც გადაიზრდება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.