"ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების" რეიტინგში საქართველო 139 ქვეყანს შორის 43-ე პოზიციაზეა

ამერიკულმა გამოცემა „ფორბსმა“ ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების 2017 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. 2017 წლის ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის საქართველო 139 ქვეყანას შორის 43-ე პოზიციაზეა.

გამოცემა რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს და ქვეყნებს 11 კრიტერიუმით აფასებს, მათ შორის სავაჭრო თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, საკუთრების უფლება, ინოვაციები, ტექნოლოგიები, ბიუროკრატიის დონე, ინვესტორთა დაცვა, კორუფცია, პირადი თავისუფლება და საგადასახადო თავისუფლება.

„ფორბსის“ „ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების“ რეიტინგში პირველი ადგილი შვედეთს ერგო, რომელსაც ახალი ზელანდია, ჰონგ კონგი, ირლანდია და დიდი ბრიტანეთის მოსდევს. ბოლო პოზიციებზე ჰაიტი, გამბია და ჩადი არიან.