გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სიცოცხლისუნარიან სექტორს ცხრა ახალი იდეა და დაფინანსებული ბიზნესი შეემატა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სიცოცხლისუნარიან სექტორს ცხრა ახალი იდეა და დაფინანსებული ბიზნესი შეემატა
28 დეკემბერი / 2016
საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სიცოცხლისუნარიან სექტორს - მაღალ ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე დაფუძნებულ ეკონომიკას, 9 სრულიად ახალი იდეა და დაფინანსებული ბიზნესი შეემატა - „სტარტაპ საქართველოს“ პროექტის მეორე ეტაპის კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები დღეს დააჯილდოეს.

როგორც  მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
”სრულიად ახალი ნაბიჯი ახალი საქართველოსკენ და ახალი ქართული ეკონომიკა” - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა პროექტი „სტარტაპ საქართველო“.
„ეს არის ეკონომიკის ტრანსფორმაცია და ადამიანების აზროვნების შეცვლა მეწარმეობისკენ, რათა კი არ გავხდეთ დასაქმებულნი, არამედ დავასაქმოთ სხვები. ეს არის ამ უმნიშვნელოვანესი პროგრამის მთავარი ეფექტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და „სტარტაპ საქართველოს“ ფონდის შექმნას მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა უწოდა.

მთავრობის მეთაურმა პროექტის მეორე ეტაპის კონკურსში გამარჯვებულ 9 დამწყებ ბიზნესმენს, რომელმაც დაფინანსების მისაღებად სრულიად ახალი იდეის წამოყენება გაბედა, გამარჯვება მიულოცა. პრემიერმა ახალგაზრდებს მოუწოდა, არასოდეს იფიქრონ, რომ მათზე ადრე ვინმემ ესა თუ ის იდეა განახორციელა, ან რაიმეს გაკეთება არ ღირს.

„ყოველთვის ღირს! თქვენ მიერ გადადგმული 10 ან 100 ნაბიჯიდან, ერთიც რომ გამოდგეს სწორი, მაინც ღირს, რადგან მან, შეიძლება
You must have Flash Player installed in order to see this player.
მთლიანად შეცვალოს ჩვენი ეკონომიკა. ამიტომ არის ეს მაგარი პროექტი და განსაკუთრებით გილოცავთ”, - მიმართა პრემიერმა გამარჯვებულებს.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ინიციატივის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა - ეკონომიკის სამინისტროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს; საპარტნიორო ფონდს და ახალგაზრდებს, რომლებიც უდიდესი ენერგიით ჩაერთნენ ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში.

„ეს არის სრულიად ახალი ნაბიჯი ახალი საქართველოსკენ და ეს არის ახალი ქართული ეკონომიკა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, თვისობრივად ახალი ბიზნესების დაფინანსება არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რათა ყოველგვარი საბანკო უზრუნველყოფის გარეშე შეძლონ საკუთარი იდეების დაფინანსება.

„კონკურსი გამჭვირვალე წესით ჩატარდა, მასში მონაწილეობდნენ ამ მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე უცხოელი სპეციალისტებიც - ამერიკიდან, კერძოდ კალიფორნიიდან და ევროპიდან. ეს არის ჩვენი ეკონომიკის თვისობრივი შეცვლა, ანუ ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორების წახალისება. მთავარი შედეგია ახალგაზრდების აზროვნების მიმართვა იქით, რომ ისინი გახდნენ არა დასაქმებულნი, არამედ - თავიდანვე დამსაქმებლები“, - აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„სტარტაპ საქართველოს“ პროექტის მეორე ეტაპის კონკურსში გამარჯვებული 9 პროექტი ჯამურად დაახლოებით, 900 ათას ლარით დაფინანსდა. გამარჯვებული პროექტები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ქიმიური მრეწველობის, საშენი მასალის წარმოებისა და სხვა დარგებს მოიცავს.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველა ორგანიზაცია სინამდვილეში პატარა ქალაქების ნაკრებია.
მოგზაურობა ბევრისთვის გართობასთან და დასვენებასთან ასოცირდება. 18 წლის ეკატერინე გიორგაძემ კი ის ბიზნესად აქცია და აბიტურიენტობისას საკუთარი ტურისტული კომპანია hot travel დააარსა.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისია შეიქმნა. ამის შესახებ მთავრობის 7 აგვისტოს დადგენილებაშია ნათქვამი.
ეკონომისტი მიხეილ დუნდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების შესახებ წერს.
”ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა შიდა ქართლის რეგიონში, გორის რაიონის სოფელ კარალეთში, 3.5 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღისთვის სეტყვისაგან დამცავი ბადეების შეძენისათვის 35 900 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო.
საქართველოდან ოფიციალურად ექსპორტირებული თაფლის რაოდენობა საკმაოდ მცირეა.
"საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულშია" - ამის შესახებ ეკონომისტი მიხეილ დონდუა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქალაქო სასამართლოში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის შექმნის გადაწყვეტილება საკითხის სათანადოდ დამუშავებისა და ბიზნესსექტორის ჩართულობის გარეშე, ნაჩქარევად მიიღო.
ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარების სწრაფი ტემპი ადვილი შესამჩნევია.
საკუთარი სახსრებით დაწყებული ბიზნესი - ასეთია სამკერვალო „თენოს“ ისტორია. ბიზნესის დაწყების ისტორიაზე, სირთულეებზე, სამომავლო გეგმებზე „ბიზნესპრესნიუსს“ სამკერვალოს მფლობელი ნონა ხუბულური ესაუბრა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.08.2017
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.
სრულად
21.08.2017
საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5675.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
სრულად
21.08.2017
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,1 პროცენტით გაიზარდა
სრულად
21.08.2017
საერთაშორისო კომპანია „ბლუორჩარდი“ კავკასიის რეგიონის მასშტაბით, მათ შორის საქართველოში ენერგოეფექტური უძრავის ქონების მშენებლობაში ინვესტიციებს განახორციელებს.
სრულად
19.08.2017
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის გამო შპს „არჯევანის“ ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.08.2017
22.08.2017
USD
1
USD
2.3895
2.3910
EUR
1
EUR
2.8067
2.8099
GBP
1
GBP
3.0808
3.0818
RUB
100
RUB
4.0213
4.0530