„საბიუჯეტო კუთხით დაგეგმილი რეფორმები მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური ეკონომიკური ზრდა“
„საბიუჯეტო კუთხით დაგეგმილი რეფორმები მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური ეკონომიკური ზრდა“
29 დეკემბერი / 2016
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო იმ კანონპროექტთა პაკეტი, რომლის მიზანია, ლარიზაციის რეფორმის დაწყება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა საფინანსო სექტორში.
გაგუა არ გამორიცხავს, რომ მეორე მოსმენის შემდეგ, დოკუმენტები უფრო დაიხვეწება და საბოლოო სახეს მიიღებს.

„ჩვენ გავითვალისწინეთ
You must have Flash Player installed in order to see this player.
მნიშვნელოვანი შენიშვნები, რომელიც გამოითქვა კომიტეტების სხდომაზე, ასევე დღევანდელ პლენარულ სესიაზე. ვთვლით, რომ მეორე მოსმენის შემდეგ, დოკუმენტები უფრო დაიხვეწება და საბოლოო სახეს მიიღებს. ცვლილებათა ეს პაკეტი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, მათ შორისაა, სარეკლამო შეთავაზებისას ფასის მხოლოდ ლარში გამოხატვას. აღსანიშნავია, რომ ეს არ შეეხება ფიზიკური პირებს. რეგულაცია ეხება მხოლოდ მეწარმეების მიერ გაკეთებულ შეთავაზებას“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, გარდა ამისა, იზღუდება სხვადასხვა იურიდიული პირისთვის თანხის მოზიდვა 100 ათას ლარზე ნაკლები მოცულობით, თუ ასეთი მოზიდვა ხდება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უცხოური ვალუტით სესხების გაცემა იზღუდება 100 ათას ლარზე ქვემოთ, ანუ 100 ათას ლარზე ქვემოთ სესხები გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.
ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ყველა აღნიშნული ღონისძიება, მათ შორის, საბიუჯეტო კუთხით დაგეგმილი რეფორმები მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა და ეროვნული ვალუტა იყოს მყარი.

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.07.2017
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები
სრულად
21.07.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს მნიშვნელობა და როლი განმარტა.
სრულად
21.07.2017
ძალიან მალე, შემდგომაზე ვნახავთ, რომ ,,საქართველოს ბანკი" საინვესტიციო მიმართულებას ბანკის მიმართულებისგან გაყოფს
სრულად
21.07.2017
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ან ზოგადად, უძრავი ქონების გასხვისებაზე არავინ არანაირი შეზღუდვის შემოღებას არ აპირებს
სრულად
21.07.2017
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა გაზის სამომხმარებლო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
22.07.2017
23.07.2017
USD
1
USD
2.3983
2.3983
EUR
1
EUR
2.7923
2.7923
GBP
1
GBP
3.1183
3.1183
RUB
100
RUB
4.0713
4.0713