“თეგეტა მოტორსი“ წლევანდელ წელს 20%-იანი ზრდით ხურავს
“თეგეტა მოტორსი“ წლევანდელ წელს 20%-იანი ზრდით ხურავს
30 დეკემბერი / 2016
“თეგეტა მოტორსი” 2016 წელს 20%-იანი ზრდით ხურავს. მიუხედავად რთული ეკონომიკური და ძლიერი კონკურენტული გარემოსი, რაოდენობაში ჯამური ზრდა 50% დაფიქსირდა, თუმცა სხვა მიმართულებებით ზრდა გაცილებით მაღალია და 80%-საც კი აღწევს.
2016 წელს „თეგეტა მოტორსმა“ გახსნა ახალი ფილიალები და გაფართოვდა არსებული: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და რუხში. ამის შედეგად ავტომობილების ჯამური დღიური გამტარიანობა 2015 წელთან შედარებით 300 ავტომობილით გაიზარდა და დღეისთვის „თეგეტა მოტორსის“ ფილიალები დღიურად 1200 ავტომობილზე მეტს ემსახურება. ასევე ლოიალური მომხმარებლის რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. ამასთან მნიშვნელოვნად განვითარდა სადისტრიბუციო ქსელი და გაიზარდა
You must have Flash Player installed in order to see this player.
კორპორატიული მომხმარებლების რაოდენობა.

“2017 წელს ჩვენ ვგეგმავთ დავასრულოთ დაწყებული პროექტები, გავხსნათ და გავაფართოვოთ კიდევ უფრო მეტი ფილიალი, ასევე მომავალ წელს ვგეგმავთ ახალი ბაზრების ათვისებას კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. საქართველო დღეს არის რეგიონის ლიდერი საბანკო და ტურიზმის სფეროში და ჩვენი მიზანია გავხადოთ საქართველო ლიდერი ასევე საავტომობილო სფეროში. დარწმუნებული ვარ ჩვენ ამას შევძლებთ და 2017 წელი იქნება ამის დასაწყისი,“- აცხადებენ კომპანიაში.

„თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც 21 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. იგი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს. ჰოლდინგი აერთიანებს 4 შვილობილ კომპანიას. კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს და 800-ზე მეტ საბითუმო ობიექტს, გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 19 ფილიალს, რომლებიც თბილისსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს.

„თეგეტა მოტორსი“ არის უმსხვილესი იმპორტიორი 300-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის, საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერეგეენკომ სადაზღვევო კომპანიებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსალოდნელი ცვლილებები გააცნო.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმის განხორციელების შემდეგ, საყოველთაო დაზღვევა "საყოველთაო" აღარ იქნება.
2016 წელს 6 მილიონ ტურისტს ვუმასპინძლეთ და 2017-ში უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს, -ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.
ბათუმის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი განიხილეს.
„ჰუალინგ ჯგუფმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილ შენობაში განსათავსებელი სასტუმროს ფასადის შექმნის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.
ეგვიპტის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესასვლელი ვიზების ფასი არ გაიზრდება.
2017 წლის იანვარ-თებერვალში ბანკების მოგება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 106 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.
”საქართველოს ბანკმა” პირველი ქართული საბანკო ტერმინთა განმარტებითი ელექტრონული და ბეჭდური ლექსიკონი შექმნა.
წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2016 წლის მშპ-ს მაჩვენებელი 6,8%-ით გაიზარდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა სრულად პასუხობს იმ პრიორიტეტებს, რაც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის მიერ, მათ შორის 4-პუნქტიანი გეგმით.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.03.2017
დოლარის კურსი მსოფლიოს ძირითადი ვალუტების კალათთან მიმართებაში, ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა.
სრულად
27.03.2017
ხაშურამდე ახალი ჩქაროსნული გზა აშენდება. E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, გარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება. 
სრულად
27.03.2017
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტის დეფოლტის სუვერენული IDR რეიტინგი “BB-” დონეზე შეუნარჩუნა და სტაბილურ პროგნოზზე დაუდასტურა.
სრულად
25.03.2017
ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Ryanair-ის საქართველოში შემოსვლის მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია გავრცელდა.
სრულად
25.03.2017
ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გალარების პროგრამის შესახებ წერს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.03.2017
28.03.2017
USD
1
USD
2.4513
2.4455
EUR
1
EUR
2.6484
2.6573
GBP
1
GBP
3.0609
3.0794
RUB
100
RUB
4.2821
4.3079