ჯონ მაკკეინი - ინოვაციური პროექტების განხორციელებით, საფუძველი ეყრება საქართველოს ეკონომიკის მომავალს
ჯონ მაკკეინი - ინოვაციური პროექტების განხორციელებით, საფუძველი ეყრება საქართველოს ეკონომიკის მომავალს
2 იანვარი / 2017
თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები - ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრაჰამი და ემი კლობუჩარი თბილისის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ. ამერიკელ სენატორებს მასპინძლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სტუმრებმა ტექნოპარკის ტერიტორიაზე განლაგებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და საგამოფენო ოთახები დაათვალიერეს. სენატორები ინოვაციური იდეებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათი პროექტების პრეზენტაციას გაეცნენ.
ტექნოპარკში შეკრებილებს სიტყვით მიმართა სენატორმა ჯონ მაკკეინმა. მისი თქმით, ინოვაციური პროექტების განხორციელებით, საფუძველი ეყრება საქართველოს ეკონომიკის მომავალს.

“დიდი მადლობა ინოვაციებისა და პროგრესისათვის. ვფიქრობ, აშკარაა ერთი ფაქტი -
You must have Flash Player installed in order to see this player.
თქვენ ქმნით არა მხოლოდ თქვენს, არამედ ქვეყნის ეკონომიკის მომავალსაც. ძალიან შთამბეჭდავია იმ ახალგაზრდა ადამიანების ხილვა, რომლებმაც შექმნეს ასეთი შესანიშნავი ნივთები. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა. საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ და სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიმყოფები ამ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი საუკეთესო ნიჭი და წარმოსახვის უნარი წარმატებად აქციონ“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

სენატორმა ემი კლობუჩარმა წარმატება უსურვა დამწყებ მეწარმეებს და ინოვატორებს და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ტექნოპარკში მიწვევისთვის. “ამგვარი ინოვატორული აქტივობების ხილვა ნამდვილად აღმაფრთოვანებელია. მე თავად მაქვს ნანახი ამ საქმიანობის შედეგი ჩვენს შტატში. ამ აქტივობების შედეგად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, მცირდება უმუშევრობის დონე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ჩვენი აქ მოწვევისათვის”, - განაცხადა სენატორმა ემი კლობუჩარმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მას შემდეგ, რაც ლარი საგრძნობლად გაუფასურდა, საზოგადოებაში ეროვნული ვალუტის გამყარების არაერთი მეთოდი გაჟღერდა. მათ შორის არის დოლარზე გადასვლის ვერსიაც.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ლივნიმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ვემხრობი, რომ ლარიზაციის მიმართულებით სახელმწიფომ ღონისძიებები გაატაროს, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ქისტაურმა სესხების გალარებასა და ზოგადად, ლარიზაციის პროგრამის შეფასებისას განაცხადა.
2030 წლისთვის თამბაქოს მოწევით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1/3-ით გაიზრდება
კომერციული ბანკების მარწუხებიდან საფონდო ბაზრის გამოხსნა მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემდა, ქართული კომპანიები დაეფინანსებინა ლარში, სესხით თუ აქციების შეძენით
საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება 2016 წელს ჩინეთის ძირითადი ეკონომიკური მოვლენების ათეულში მოხვდა
ზუსტად ვიცი, რომ დადგება დღე, როცა ვიტყვით - „ჩვენ ეს ერთად შევძელით“ და ერთმანეთისთვის წარმატების უამრავი ისტორია გვექნება მოსაყოლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობისადმი საახალწლო მიმართვისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი პრეზიდენტის სასახლიდან ქველმოქმედ ადამიანებთან ერთად მიულოცა.
“თეგეტა მოტორსი” 2016 წელს 20%-იანი ზრდით ხურავს. მიუხედავად რთული ეკონომიკური და ძლიერი კონკურენტული გარემოსი, რაოდენობაში ჯამური ზრდა 50% დაფიქსირდა, თუმცა სხვა მიმართულებებით ზრდა გაცილებით მაღალია და 80%-საც კი აღწევს.
საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სიცოცხლისუნარიან სექტორს - მაღალ ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე დაფუძნებულ ეკონომიკას, 9 სრულიად ახალი იდეა და დაფინანსებული ბიზნესი შეემატა
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.01.2017
ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის განცხადებით, ქვეყანამ პრეზიდენტად „პოტენციური დიქტატორი“ აირჩია.
სრულად
21.01.2017
კარნეგის ცენტრის უფროსი მკვლევარის, საქართველოს საკითხების სპეციალისტის თომას დე ვაალის შეფასებით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გაუმჭვირვალედ აწარმოა
სრულად
20.01.2017
"პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებას მოუწოდებს, „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების დეტალები გაასაჯაროოს
სრულად
20.01.2017
"ევროპული საქართველო" ეჯიბრება თავის ყოფილ, თუ დღევანდელ კოლეგებს იმაში, თუ რომელი უფრო მწვავე, შეუვალი და შეუდრეკელი იქნება "ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში
სრულად
20.01.2017
წინა თვესთან შედარებით, 2016 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4,8 %-ით გაიზარდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
22.01.2017
23.01.2017
USD
1
USD
2.6763
2.6763
EUR
1
EUR
2.8457
2.8457
GBP
1
GBP
3.2894
3.2894
RUB
100
RUB
4.4722
4.4722