6 ვალუტა, რომელიც 2016 წელს ყველაზე მეტად გაუფასურდა
6 ვალუტა, რომელიც 2016 წელს ყველაზე მეტად გაუფასურდა
3 იანვარი / 2017
2016 წელს დოლართან მიმართებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა.
CNN Money გთავაზობთ იმ ვალუტების ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე მეტად გაუფასურდა 2016 წელს.

ეგვიპტური გირვანქა - 59%
ნოემბერში ეგვიპტემ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო ეროვნული ვალუტის თავისუფალ ცურვაში გაშვების თაობაზე. ამ მცდელობის მიზანი იყო ღრმა ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქება და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სესხის უზრუნველყოფა. ეგვიპტეს ეროვნული ვალუტა ერთბაშად 48%-ით გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებაში, წლის ბოლოს კი გაუფასურების მაჩვენებელი 59%-მდე ავიდა.

ნიგერიული ნაირა - 37%

მთელი 2016 წლის განმავლობაში ნიგერია ნავთობის დაბალი ფასების პრობლემას ებრძოდა, რამაც გავლენა მოახდინა ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე. ნიგერიის შემოსავლების 70% ნავთობზეა დამოკიდებული. შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 37%-ით გაუფასურდა.

თურქული ლირა - 18%
ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქული ლირა 6%-ით გაუფასურდა. წლის მეორე ნახევარში ეს ტენდენცია გაგრძელდა, რასაც მოჰყვა წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ თურქეთის საკრედიტო რეიტინგის შემცირება. დეკემბრის ბოლოსთვის თურქული ლირის გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში 18%-ს მიაღწია.

არგენტინული პესო -17%
მიუხედავად იმისა, რომ რეფორმების შედეგად არგენტინის ეკონომიკის ზრდის იმედი გაჩნდა, 2016 წელს ქვეყნის ეკონომიკა 1,6%-ით შემცირდა, ხოლო ინფლაციამ 40%-ს მიაღწია. გასულ წელს პესო დოლართან მიმართებაში 17%-ით გაუფასურდა.

ბრიტანული გირვანქა - 17%
ბრიტანეთში ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ რეფერენდუმში მიღებული გადაწყვეტილება ნეგატიურად აისახა ბრიტანულ გირვანქაზე. ინვესტორები შეშფოთებული არიან და არ იციან, რა გავლენას მოახდენს ბრექსიტი ეკონომიკაზე. პირველი მსხვერპლი ქვეყნის ეროვნული ვალუტა გახდა, რომელიც 2016 წელს დოლართან მიმართებაში 17%-ით გაუფასურდა.

მექსიკური პესო -17%
მექსიკურ პესოზე გავლენა მოახდინა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიამ და არჩევნებში ტრამპის გამარჯვებამ. შედეგად მექსიკური ვალუტა დოლართან მიმართებაში 17%-ით გაუფასურდა.
კომენტარები (8)
04.01.2017
დიტო
საშუსლოდ - 30%
03.01.2017
Gიგა
არ დავიწყებიათ ლარი 2016ის დასაწყისში 2.41ზე ვიყავით ეხლა 2.66ზე ვართ 9.4%ით გაუფასურდა ლარი...
რუბრიკის სხვა სიახლეები
24.02.2017
საარსებო მინიმუმის ცნება საქართველოში დაუსრულებელი დავის საგანს წარმოადგენს.
სრულად
24.02.2017
„საქართველო და მისი როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში“, - ამ სათაურით „ამერიკის ხმა“ სტატიას აქვეყნებს, რომელიც ვაშინგტონში, „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა“ და ფონდ „მემკვიდრეობის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ეძღვნება.
სრულად
23.02.2017
2016 წელს საქართველოდან განხორციელებულმა ექსპორტმა 2 113 739 600 დოლარი შეადგინა.
სრულად
23.02.2017
საფრანგეთის მიერ ევროზონის დატოვება და ევროს ფულად ერთეულზე უარის თქმა ქვეყანას 180 მილიარდ ევროს დააკარგვინებს.
სრულად
23.02.2017
მიმდინარე წლის იანვარში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
23.02.2017
24.02.2017
USD
1
USD
2.6029
2.6014
EUR
1
EUR
2.7333
2.7434
GBP
1
GBP
3.2411
3.2432
RUB
100
RUB
4.4992
4.4836