6 ვალუტა, რომელიც 2016 წელს ყველაზე მეტად გაუფასურდა
6 ვალუტა, რომელიც 2016 წელს ყველაზე მეტად გაუფასურდა
3 იანვარი / 2017
2016 წელს დოლართან მიმართებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა.
CNN Money გთავაზობთ იმ ვალუტების ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე მეტად გაუფასურდა 2016 წელს.

ეგვიპტური გირვანქა - 59%
ნოემბერში ეგვიპტემ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო ეროვნული ვალუტის თავისუფალ ცურვაში გაშვების თაობაზე. ამ მცდელობის მიზანი იყო ღრმა ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქება და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სესხის უზრუნველყოფა. ეგვიპტეს ეროვნული ვალუტა ერთბაშად 48%-ით გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებაში, წლის ბოლოს კი გაუფასურების მაჩვენებელი 59%-მდე ავიდა.

ნიგერიული ნაირა - 37%

მთელი 2016 წლის განმავლობაში
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნიგერია ნავთობის დაბალი ფასების პრობლემას ებრძოდა, რამაც გავლენა მოახდინა ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე. ნიგერიის შემოსავლების 70% ნავთობზეა დამოკიდებული. შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 37%-ით გაუფასურდა.

თურქული ლირა - 18%
ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქული ლირა 6%-ით გაუფასურდა. წლის მეორე ნახევარში ეს ტენდენცია გაგრძელდა, რასაც მოჰყვა წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ თურქეთის საკრედიტო რეიტინგის შემცირება. დეკემბრის ბოლოსთვის თურქული ლირის გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში 18%-ს მიაღწია.

არგენტინული პესო -17%
მიუხედავად იმისა, რომ რეფორმების შედეგად არგენტინის ეკონომიკის ზრდის იმედი გაჩნდა, 2016 წელს ქვეყნის ეკონომიკა 1,6%-ით შემცირდა, ხოლო ინფლაციამ 40%-ს მიაღწია. გასულ წელს პესო დოლართან მიმართებაში 17%-ით გაუფასურდა.

ბრიტანული გირვანქა - 17%
ბრიტანეთში ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ რეფერენდუმში მიღებული გადაწყვეტილება ნეგატიურად აისახა ბრიტანულ გირვანქაზე. ინვესტორები შეშფოთებული არიან და არ იციან, რა გავლენას მოახდენს ბრექსიტი ეკონომიკაზე. პირველი მსხვერპლი ქვეყნის ეროვნული ვალუტა გახდა, რომელიც 2016 წელს დოლართან მიმართებაში 17%-ით გაუფასურდა.

მექსიკური პესო -17%
მექსიკურ პესოზე გავლენა მოახდინა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიამ და არჩევნებში ტრამპის გამარჯვებამ. შედეგად მექსიკური ვალუტა დოლართან მიმართებაში 17%-ით გაუფასურდა.
კომენტარები (8)
04.01.2017
დიტო
საშუსლოდ - 30%
03.01.2017
Gიგა
არ დავიწყებიათ ლარი 2016ის დასაწყისში 2.41ზე ვიყავით ეხლა 2.66ზე ვართ 9.4%ით გაუფასურდა ლარი...
03.01.2017
შალვა
ლარი - 10.26% (2016 წელს)
03.01.2017
მახო
ლარს არ თვლიან ვალუტად,ამიტომ არ შეიყვანეს სიაში
03.01.2017
დავითი
2016 1 იანვარი 2.39 2017 1 იანვარი 2.65 ლარის დევალვაცია 11 % . აზერების მანათიც გამორჩათ. ისე ჩვენს რეგიონში ყველაზე ყოჩაღად სომხეთისტანია,რომლის ეკონომიკაში ჩვენი წილი ჩვენც შეგვაქვს. მაგ : სომხურ კალბასი,სასისკი 50 თეთრით იაფია ქართულზე და დაძველებას ვერ ასწრებს დახლზე. ეს ისე სხვათაშორის :) დოლარს ნუ მივტირივართ და ვაკეთოთ ქართული საქმე !!!
03.01.2017
გივი
ლარი ვერ მოხვდებოდა ამ სიაში, რადგან 2015 წელში გაუფასურდა ძირითადად
03.01.2017
აცჰი
ლარი -32%
03.01.2017
vakhtang gabelia
ლარი დაგავიწყდათ
კომენტარის დამატება
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.06.2017
შავი ზღვის აკვატორიაში მოპოვებული ქართული თევზი დაშვებულია ევროპის ბაზარზე და უფრო და უფრო მეტი სახეობის დაშვება ხდება, რაც ძალიან ზრდის ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს
სრულად
21.06.2017
94-ე მუხლი არის ის საკითხი, რაზეც ჩვენ მთავრობასთან განსაკუთრებული კონსულტაციები გვჭირდებოდა
სრულად
21.06.2017
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი არ იზიარებს საკონსტიტუციო ცვლილებების კორექტირებულ ვარიანტში ასახულ ინიციატივას, რომლის მიხედვით
სრულად
21.06.2017
მიწებთან დაკავშირებულ კანონს პარლამენტი ორი მესამედით ანუ სულ მცირე 100 ხმით მიიღებს. ამასთან დაკავშირებით ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში კეთდება, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვარიანტშია ასახული.
სრულად
21.06.2017
ევროკავშირმა საქართველო დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც შესაძლებელია ევროპის ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
22.06.2017
23.06.2017
USD
1
USD
2.4081
2.4080
EUR
1
EUR
2.6841
2.6881
GBP
1
GBP
3.0419
3.0512
RUB
100
RUB
4.0412
4.0271