2016 წელს საქართველოდან 53 ქვეყანაში 50 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
2016 წელს საქართველოდან 53 ქვეყანაში 50 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
4 იანვარი / 2017
2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მლნ-მდე ბოთლი ღვინო.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იუწყება, აღნიშნული მაჩვენებელი 38%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მათი ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 113.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მატებაა ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთში ღვინის ექსპორტის ზრდამ 2015 წელთან შედარებით შეადგინა- 98% (5 299 149 ბოთლი), უკრაინა - 70% (5 811 050), რუსეთი - 49% (27 222 076), პოლონეთი - 46% (2 329 820), კანადა - 34% (210 936), ბელორუსი - 30% (1 174 362), დიდი ბრიტანეთი - 28% (97 226), ესტონეთი - 25% (631 632), ყირგიზეთი - 24% (230 776), აშშ - 19% (294 382), ლატვია - 19% (1 258 632), იაპონია - 15% (159 654), გერმანია - 6% (292 454), ჩეხეთი - 353% (119 648) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (27 222 076 ბოთლი),
You must have Flash Player installed in order to see this player.
უკრაინა (5 811 050), ჩინეთი (5 299 149), ყაზახეთი (3 393 435) და პოლონეთი (2 329 820).

ამასთან, 2016 წელს მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10 367 886 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 43%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 23,12 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდამ 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24% შეადგინა.

ექსპორტირებულ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს შორის პირველ ადგილს იკავებს „ქინძმარაული“ – 7 417 333 ბოთლი, შემდეგ ხუთეულში მოდის „მუკუზანი“ – 2 568 547, „წინანდალი“ – 2 023 915, „ახაშენი“ – 923 780 და „ხვანჭკარა“ – 413 823 ბოთლი.

სააგენტოს ინფორმაციით, მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 194,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 146,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 32% შეადგინა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.03.2017
საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) იორდანიული ავიაკომპანია Air Arabia Jordan იწყებს ოპერირებას.
სრულად
29.03.2017
ევროკავშირის მარეგულირებელმა  ლონდონის საფონდო ბირჟის გერმანიის Deutsche Boerse-ის საფონდო ბირჟასთან შერწყმა დაბლოკა.
სრულად
29.03.2017
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ოთო აბესაძე, დედაქალაქში 2014-2016 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
სრულად
28.03.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დღეს უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ოლი მაჯლისის (პარლამენტი) სენატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოდიკ საფაევი ხელმძღვანელობს.
სრულად
27.03.2017
დოლარის კურსი მსოფლიოს ძირითადი ვალუტების კალათთან მიმართებაში, ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
29.03.2017
30.03.2017
USD
1
USD
2.4432
2.4472
EUR
1
EUR
2.6516
2.6408
GBP
1
GBP
3.0667
3.0431
RUB
100
RUB
4.2753
4.2951