ალექსანდრე ჯეჯელავა - ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები ამ ქვეყანაში

სწორედ, ჩვენმა ოპონენტებმა გააუბედურეს სოფლის სკოლები. ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები ამ ქვეყანაში , - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გუშინ გამართული შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, მცირე სკოლები იქნება ყველაზე მეტად დაფინანსებული და მხარდაჭერილი იმის თავიდან ასაცილებლად, რომ არ დაიცალოს რეგიონები.

„ჩვენ ვამბობთ, რომ მცირე სკოლები იქნება ყველაზე მეტად დაფინანსებული, ყველაზე მეტად მხარდაჭერილი, ყველაზე მაღალკვალიფიცირებული. სწორედ ჩვენმა ოპონენტებმა გააუბედურეს სოფლის სკოლები. ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები ამ ქვეყანაში, სწორედ იმის თავიდან ასაცილებლად, რომ ჩვენი რეგიონები არ დაიცალოს. ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა, მათ შორის 4-პუნქტიანი გეგმა არის, რომ ყველგან საქართველოში 3 ბავშვი ივლის სკოლაში 30 თუ 1300, უნდა იყოს ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

ალექსანდრე ჯეჯელავას შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ეხებოდა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების საკითხს.