გენადი არველაძე - ჩინეთისთვის საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს რეგიონში
გენადი არველაძე - ჩინეთისთვის საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს რეგიონში
5 იანვარი / 2017
საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება 2016 წელს ჩინეთის ძირითადი ეკონომიკური მოვლენების ათეულში მოხვდა , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება.

მათივე ცნობით, შესაბამისი გამოკითხვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის დეკემბერში ჩატარდა. 


”თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ჩინეთ-საქართველოს შორის წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებების საკითხს ჩინეთის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის ”ვეისინის“ მომხმარებელთა უმრავლესობამ მისცა ხმა. 


საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებათა დაწყების გადაწყვეტილება 2015 წელს ჩინეთში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იქნა მიღებული. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული”, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, მისი ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს.

”ჩინეთის კომერციის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი, სადაც ძირითად ეკონომიკურ მოვლენებს შორის საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც მოხვდა, იმას ნიშნავს, რომ ჩინეთისთვის საქართველო რეგიონში წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს, რაც საქართველოს შესახებ მათ მაღალ ცნობიერებაზე მიანიშნებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში განვითარდა.

”ამ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონი გიორგი კვირიკაშვილის როლი. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევას სწორედ მისი ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი ჯერ კიდევ 2015 წლის მარტის თვეში ჩინეთში ვიზიტის დროს. ეს იყო შედეგი, რომელიც მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯებით განახორციელა“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მისი განცხადებით, აღსანიშნავია ექსპორტის კუთხით ის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც ჩინეთთან დაფიქსირდა.
”ეს არის ექსპორტის თითქმის 50%-ზე მეტი ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმ პროდუქციებს შორის, რომელზეც დაფიქსირდა ექპორტის ზრდა, მნიშვნელოვანია ღვინო - ის თითქმის 100% -ით არის გაზრდილი. 2016 წლის მონაცემებით, ჩინურ ბაზარზე 5 300 000 ბოთლი ღვინო გავიდა. ასევე ხაზგასასმელია, რომ პირველად დაფიქსირდა მანგანუმის ოქსიდის ექსპორტი ჩინეთში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პროდუქციების ჩინეთის ბაზარზე პოზიციონირებისთვის“, - აღნიშნა არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ გაზრდილ საექსპორტო პროდუქციას შორის ასევე დაასახელა სპირტიანი სასმელები, რომელიც 15-ჯერ არის გაზრდილი, ასევე ლუდი, სპილენძის მადანი და ა.შ.

”ეს იმას ნიშნავს,
რომ ექსპორტიორები პოზიციონირებენ ჩინეთის ბაზარზე და იზრდება ჩვენი საექსპორტო პროდუქცია. მნიშვნელოვანია ჩინეთთან თანამშრომლობა ასევე აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში. ამ კუთხითაც ჩინეთისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო პარტნიორს წარმოვადგენთ. თავისუფალი ვაჭრობა იქნება ხელშემწყობი ფაქტორი იმისათვის, რომ საქართველო იყოს სტაბილური და მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მისივე განცხადებით, ჩინეთთან 46%-იანი ზრდა არის დაფიქსირებული ტურიზმშიც - დაახლოებით 14 000 ვიზიტორი ესტუმრა ჩინეთიდან საქართველოს, რასაც ხელი შეუწყო პირდაპირმა ფრენებმა, რომელიც 23 სექტემბრიდან დაინიშნა თბილისი-ურუმჩი-პეკინის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად 2016 წლის 5 ოქტომბერს დასრულდა და მხარეებს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ მემორანდუმიც გაფორმდა, რომელსაც ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის კომერციის მინისტრმა გაო ჰუჩენგმა მოაწერეს ხელი. ამ ეტაპისთვის დარჩენილია მხოლოდ სამართლებრივი პროცედურები, რაც ხელმოწერისთვის არის საჭირო ორივე მხარისთვის.

ამ პროცედურების დასრულების შემდეგ ხელშეკრულება მზად იქნება ხელმოსაწერად, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის პარლამენტმა უნდა მოახდინოს დოკუმენტის რატიფიცირება.
კომენტარები (2)
06.01.2017
ზურა
საბაჟო გადასახადი იმპორტზე -- სოფლიუს პროდუქციაზე
05.01.2017
თამარი
ბატონებო, თქვენ მოგყავთ ციფრები რომ გაიზარდა ტურისტის შემოსვლა, მაგრამ ამას არავინ არ ამოწმებს ვინ რისთვის შემოდის! შემოდიან როგორც ტურისტები და მეორე დღეს არეგისტრირებენ სხვადასხვა სახელწოდების ფირმებს, მაგრამ გადასახადს იხდიან თუ არა არავინ აღარ აკონტროლებს! რატომ უნდა იყვნენ პრივილეგირებულები გადასახადის გადახდასთან მიმართებაში! ჩვენ სად გვაქვს შეღავათები? არსად! შემოვიდნენ ბატონო, მაგრამ ყველა დაემორჩილოს კანონმდებლობას! ენის სწავლა არ უნდათ, კანონმორჩილება არ უნდათ და რა დაინტერესება აქვს ჩვენს ქვეყანას ამით?! ყველაფერი ესმით, გარდა ერთისა, როდესაც ეუბნები ბიუჯეტში ფულია გადასახდელიო, ვერ გავიგეო!!! სხვა ქვეყანაში ჩვენ რომ მათ კანონს არ დავემორჩილოთ გვაპატიებენ??? ისევ ქართველს მივადგებით 1.5 ხაჭაპურის ჩეკი ამოარტყა თუ არა, მოგების გადასახადი გადაიხადა თუ არა და დავუყადაღებთ ქონებას! ჩვენთვითონ ვაძევებთ ჩვენივე მოსახლეობას ქვეყნიდან და სხვე ქვეყნის მოქალაქეებს ხელს ვუწყობთ კარგი ცხოვრების მოწყობაში!!! დავფიქრდეთ ხალხო, ჩვენ ხალხს გავიმარტივოთ ცხოვრება, რომ თითზე ჩამოსათვლელიღა დავრჩით! ერთეულების გამდიდრებით ქვეყანა ვერ გაძლიერდება!!!
მსგავსი სიახლეები
საქართველო ისრაელთან შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს არალეგალური მიგრაციის სტატისტიკის გაუმჯობესებამდე ვერ იწყებს.
ხვალ, „ქორთიარდ მერიოტში“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მსოფლიო სურსათის დღე“-ს აღნიშნავენ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა
გასულ თვეში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 24.2%-ით ანუ 24.2 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა.
2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 718 200 კაცს შეადგენს.
ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ საკრედიტო რეიტინგთან, რომლის შემდეგაც საქართველოს გაეხსნება შესაძლებლობები ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად.
შიდა ტურიზმის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებიდან, ყველაზე ხშირად 31-50 წლის ადამიანები მოგზაურობენ.
სასიხარულოა, რომ საქართველოს ასეთი დადებითი ეკონომიკური განვითარების ტემპი აქვს,
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა.
საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი დაინერგება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
18.10.2017
საქართველო ისრაელთან შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს არალეგალური მიგრაციის სტატისტიკის გაუმჯობესებამდე ვერ იწყებს.
სრულად
17.10.2017
თებერვალში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ახლანდელ ხელმძღვანელს ჯანეტ იელენს ამ პოსტზე ყოფნის ვადა ამოეწურება.
სრულად
17.10.2017
მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი განბაჟების ახალი ტარიფის დაწესებამაც ვერ შეაჩერა.
სრულად
16.10.2017
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა
სრულად
16.10.2017
ამ ეტაპზე რესურსი არ არის იმისთვის, რომ პენსიები გაიზარდოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტის კომენტირებისას განაცხადა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
18.10.2017
19.10.2017
USD
1
USD
2.4839
2.4844
EUR
1
EUR
2.9223
2.9204
GBP
1
GBP
3.2842
3.2752
RUB
100
RUB
4.3318
4.3347
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

13372-ე