გიორგი გახარია - ძირითადი მიზანია, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით
გიორგი გახარია - ძირითადი მიზანია, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით
9 იანვარი / 2017
ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ქართულ მხარესა და „გაზპრომს“ შორის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური შესაძლებელი დაცვით. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვჭირდება მოწოდების ბაზრების დივერსიფიკაცია. მით უმეტეს, რომ იყო რამდენიმე მცირე შემთხვევა, როდესაც მოწოდებაში გარკვეული პრობლემები, რისკები იქმნებოდა. ამიტომ საჭიროა, რომ ჩვენ ყველა მხარეს ვესაუბროთ.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩვენი ძირითადი ამოსავალი მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენი ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული. ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად ობიექტურად დადგენილი ფასი და შესაბამისად, ამან ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ეს არ გახლავთ მხოლოდ სოციალური მომენტი, ჩვენს ეკონომიკას სჭირდება ხელსაყრელი ენერგია“, - განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა ქართული მხარე დათანხმდეს „გაზპრომის“ შეთავაზებას, რომელიც სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართველოსთვის ფულად ანაზღაურებას გულისხმობს, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ყველაფერი შესაძლებელია იმ მიზნის მისაღწევად, რომ ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული, ფასი იყოს საბაზრო და ამ ხელშეკრულებამ ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას.

როგორც ცნობილია, სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. შესაბამისი ხელშეკრულება ერთწლიანია და ამჟამად მის განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „გაზპრომის“ წარმომადგენლები ქართულ მხარეს ტრანზიტის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას სთავაზობენ. „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან 2 შეხვედრა უკვე გაიმართა, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება არ მიღწეულა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სტატისტიკა ვიზიტორთა შესახებ, ვადებისა და სხვა პირობების დაცვა, რომელიც უვიზო რეჟიმს ახლავს, მონიტორინგის ქვეშაა, როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე ევროკავშირის შესაბამისი ორგანოების მხრიდან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „უსაფრთხო სათამაშოს“ კამპანიის ფარგლებში საცალო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა და კამპანიის მიზნები გააცნო. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატიდან იუწყებიან.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, რამდენიმე აქცია გაიმართა.
საქართველოს სახალხო დამცველი „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ქართული მიწების დასაცავად კონსტიტუციის დონეზე საჭიროა მკვეთრი ჩანაწერი.
ევროკავშირს, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 11 დღეში სურს.
საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, ეროვნულ ბანკში მომზადდა "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი", რომელიც 2017 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება.
ბავშვთა უფლებების დაცვის 2017 წლის ინდექსში საქართველო 0,736 ქულით მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის 77-ე პოზიციაზეა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებს პრეზენტაცია “ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვა“ წარუდგინა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.08.2017
ახალი კვირის დასაწყისში, დოლარის ინდექსმა ოდნავ აიწია, თუმცა ექვსი ძირითადი ვალუტის კალათთან მიმართებაში კვლავ „თავდაცვითი პოზიცია“ უკავია.
სრულად
21.08.2017
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.
სრულად
21.08.2017
საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5675.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
სრულად
21.08.2017
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,1 პროცენტით გაიზარდა
სრულად
21.08.2017
საერთაშორისო კომპანია „ბლუორჩარდი“ კავკასიის რეგიონის მასშტაბით, მათ შორის საქართველოში ენერგოეფექტური უძრავის ქონების მშენებლობაში ინვესტიციებს განახორციელებს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.08.2017
22.08.2017
USD
1
USD
2.3895
2.3910
EUR
1
EUR
2.8067
2.8099
GBP
1
GBP
3.0808
3.0818
RUB
100
RUB
4.0213
4.0530