საქართველოში ქარსაფარი ზოლების აღდგენა დაიწყეს
საქართველოში ქარსაფარი ზოლების აღდგენა დაიწყეს
10 იანვარი / 2017
საქართველოში ძალიან ბევრი ქარიანი ადგილია, ამიტომ ჩვენში ქარსაფარი ზოლების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ამას მთავრობისა და შესაბამისისი სტრუქტურების წარმომადგენლებიც აღიარებენ. ამ საკითხზე მუშაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც მიმდინარეობს. როგორც მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძემ აღნიშნა, "ქვეყნის მასშტაბით ქარსაფარი ზოლების აღდგენა-რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დაცვისთვის, ასევე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ფართობების გაუდაბნოების პრევენციისთვის. დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით გაჩეხილია ქარსაფარი ზოლების დაახლოებით 90%, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ნიადაგის ნაყოფიერებაზე და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობაზე... შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის სხვა უწყებებთან ერთად, აქტიურად და კოორდინირებულად იმუშაოს და ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით ქარსაფარი ზოლების აღდგენა-რეაბილიტაციას“. ამ საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციები და ქართველი მეცნიერებიც მუშაობენ. როგორც როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლალი გოგინავამ განუცხადა, საქართველოში უქარო ადგილი თითქმის არ არსებობს, მაგრამ არის რეგიონები, სადაც ქარსაფარი ზოლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ლალი გოგინავას თქმით, უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, განსაკუთრებით დედოფლისწყაროში, რადგან ყველაზე მეტი ქარსაფარი ზოლი სწორედ იქ გაიჩეხა.

„ქარსაფარი ზოლების არსებობა ყველაზე მეტად საჭიროა ხეხილოვანი კულტურებისთვის. სამწუხაროა, რომ დღეს ამ ზოლების დიდი ნაწილი გაჩეხილია. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გერმანიის მიერ გამოყოფილი გრანტი გამოიყენა და ზოგიერთ ადგილას ქარსაფარი ზოლები გააშენა. ამ ზოლების ნახევარი გახმა. ეს ძირითადად უცხოეთიდან შემოტანილი ფოთლოვანი მცენარეები იყო, რომელიც ძნელად ეგუება ჩვენს პირობებს. მთავარი ქარსაფარი ზოლის გაშენება კი არა, მისი მოვლა და შენარჩუნებაა. ახლა მთელ მსოფლიოში ახალი ტენდენცია შემოვიდა: აშენებენ ნაყოფის მომცემ მცენარეებს - ალუჩას, ტყემალს, ჭერამს, ბალს, ალუბალს... ეს ფერმერებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროც ხდება და ქარისგანაც იცავს ნაკვეთებს, რადგან ქარისგან დამტვრეული ტოტებისა და დაზიანებული ხეების აღდგენას წლები სჭირდება. ხშირად აკეთებენ 3-4-6-რიგიან ზოლებსაც, რაც მოსავალს უკეთესად იცავს, სხვათა შორის, ნაკვეთის შიგნითაც შეიძლება ქარსაფარი ზოლის გაშენება“, - აღნიშნა ლალი გოგინავამ.

ლალი გოგინავას თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბევრი რამ კეთდება, რომ ქარსაფარი ზოლები აღადგინონ, თვითონ ფერმერებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. „ქარსაფარი ზოლი მოსავლის ხარისხსაც ზრდის და ნიადაგის სტრუქტურასაც, ამავე დროს მოსახლეობისთვისაც კარგია. ყველამ ვიცით, რომ თბილისის შემოგარენში - დიდ დიღომში, გლდანში, ვარკეთილში -
You must have Flash Player installed in order to see this player.
ყველგან დიდი ქარი იცის. თუ ქარსაფარი ზოლები გაშენდება, ეს დასახლებულ ადგილებსაც დაიცავს ძლიერი ქარებისაგან“, - ამბობს ლალი გოგინავა.

ქარსაფარი ზოლების გაშენება საკმაოდ რთული და ძვირად ღირებული საქმეა, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას სწავლულმა აგრონომმა აკაკი ღლონტმა.

„ქარსაფარი ზოლები იცავს ნიადაგს ეროზიისა და ყინვისგან, არეგულირებს ჰაერის ტენიანობას, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას. 1990-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში ბარბაროსულად მოჭრეს ხეები, გაჩეხეს ტყეები და ქარსაფარი ზოლებიც მიაყოლეს. ზოგმა ეს სიმდიდრე შეშად გამოიყენა, ზოგმა კი - უცხოეთში გაიტანა და გაყიდა. ქარსაფარი ზოლების განადგურებამ კლიმატის მთლიანად ცვლილება გამოიწვია. საქართველოში იყო ტყეები, რომლებიც ქარსაფარი ზოლების მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ ისინიც გაიჩეხა. ქარსაფარი ზოლები კომუნისტების დროს მრავალ ადგილას გააშენეს. დღეს ეს ადგილები კერძო პირების ხელშია გადასული და იქ უკვე არავინ შეგვიშვებს. ამიტომ, ქარსაფარ ზოლებს ძველ ადგილებზე ვეღარ აღვადგენთ. მათ გაშენებას მთელი ქვეყნის მასშტაბით სერიოზული მუშაობა დასჭირდება. ეს ძალიან ძვირად ღირებული პროექტია: საჭიროა ადგილის შერჩევა, ნერგების შეძენა, დარგვა, შემოღობვა, რომ მცენარეები დაცული იყოს. მოსახლეობა ამ ზოლების გაშენებას ვერ შეძლებს, რადგან ამ საქმეს სპეციფიკური ცოდნა სჭირდება. არადა, ქარსაფარი ზოლების არსებობას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: აგრარული სექტორის განვითარება მათი აღდგენის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება“, - აცხადებს აკაკი ღლონტი.

ხათუნა ჩიგოგიძე



კომენტარები (5)
12.01.2017
ნინო
ქვიშხეთში,ტრასასთან არაჩვეულებრივი ქარსაცავი ზოლი იყო,რომელიც პირწმინდათ გაჩეხილია.ძალიან გთხოვთ აღადგინეთ.რამდენჯერ მიფიქრია ხეების ამონაყრელებს ჩავრგავ-მეთქი,მაგრამ მეშინია ვინმემ შარი არ მომდოს.თუ თქვენ გააკეთებთ,მადლია.ქვიშხეთი ხომ ბავშვთა ჯანმრთელობის კერა იყო.სხვათა შორის გაჩეხვის შემდეგ წყარო დაშრა
10.01.2017
დეა
კარგი საქმეა თუ ბოლომდე მიიყვანთ....
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.08.2017
სახელმწიფო ხაზინა ბანკებში დეპოზიტებზე თანხის განთავსებას განაგრძობს.
სრულად
23.08.2017
2017 წლის იანვარ-ივლისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 171,920 მილიონი ლარით გაიზარდა.
სრულად
23.08.2017
მოსავლის 60% განადგურებულია, ხოლო პროდუქციის დანარჩენი ნაწილი ისეა დაზიანებული, საექსპორტოდ კი არა, ადგილობრივ ბაზარზე მოსახმარადაც არ გამოდგება.
სრულად
22.08.2017
ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრის წინ, რომელიც ჯექსონ ჰოულში გაიმართება, ევრომ დოლართან მიმართებაში პოზიცია დათმო და ეს ბაზარზე ინვესტორთა აქტივობის შემცირების ფონზე ხდება.
სრულად
22.08.2017
ლიტვა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გახდა, რომელმაც ამერიკული ბუნებრივი აირის იმპორტირება დაიწყო.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.08.2017
24.08.2017
USD
1
USD
2.3913
2.3946
EUR
1
EUR
2.8107
2.8216
GBP
1
GBP
3.0666
3.0646
RUB
100
RUB
4.0489
4.0493