გლობალურ ეკონომიკას სიგარეტის მოხმარების ხარჯები 1 ტრილიონ დოლარზე მეტი უჯდება
გლობალურ ეკონომიკას სიგარეტის მოხმარების ხარჯები 1 ტრილიონ დოლარზე მეტი უჯდება
10 იანვარი / 2017
2030 წლისთვის თამბაქოს მოწევით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1/3-ით გაიზრდება
სიგარეტის მოხმარების ხარჯები გლობალურ ეკონომიკას წელიწადში 1 ტრილიონ დოლარზე მეტი უჯდება, 2030 წლისთვის კი თამბაქოს მოწევით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1/3-ით გაიზრდება, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და აშშ-ის კიბოს ეროვნული
You must have Flash Player installed in order to see this player.
ცენტრის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ხარჯები აღემატება თამბაქოს გადასახადიდან შემოსულ გლობალურ შემოსავალს, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 2013-2014 წლებში 269 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

„სიგარეტის მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობა 2030 წლისთვის წელიწადში 6 მილიონიდან 8 მილიონამდე გაიზრდება. აქედან სიკვდილიანობის 80% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის“, - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის თანახმად, მწეველთა 80% სწორედ ასეთ ქვეყნებში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით მწეველთა საერთო რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

"ეკონომიკური ხარჯები იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს თამბაქოს მოხმარებისა და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემცირების ინსტრუმენტები გააჩნია, მათი ეფექტურად გამოყენება არ ხდება. მთავრობების შიში, რომ თამბაქოს კონტროლს შეიძლება უკუეფექტი ჰქონდეს ეკონომიკაზე, არ არის გამართლებული მტკიცებულებით“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და აშშ-ის კიბოს ეროვნული ცენტრის ერთობლივ ანგარიშში.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მას შემდეგ, რაც ლარი საგრძნობლად გაუფასურდა, საზოგადოებაში ეროვნული ვალუტის გამყარების არაერთი მეთოდი გაჟღერდა. მათ შორის არის დოლარზე გადასვლის ვერსიაც.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ლივნიმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ვემხრობი, რომ ლარიზაციის მიმართულებით სახელმწიფომ ღონისძიებები გაატაროს, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ქისტაურმა სესხების გალარებასა და ზოგადად, ლარიზაციის პროგრამის შეფასებისას განაცხადა.
კომერციული ბანკების მარწუხებიდან საფონდო ბაზრის გამოხსნა მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემდა, ქართული კომპანიები დაეფინანსებინა ლარში, სესხით თუ აქციების შეძენით
საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება 2016 წელს ჩინეთის ძირითადი ეკონომიკური მოვლენების ათეულში მოხვდა
თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები - ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრაჰამი და ემი კლობუჩარი თბილისის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ.
ზუსტად ვიცი, რომ დადგება დღე, როცა ვიტყვით - „ჩვენ ეს ერთად შევძელით“ და ერთმანეთისთვის წარმატების უამრავი ისტორია გვექნება მოსაყოლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობისადმი საახალწლო მიმართვისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი პრეზიდენტის სასახლიდან ქველმოქმედ ადამიანებთან ერთად მიულოცა.
“თეგეტა მოტორსი” 2016 წელს 20%-იანი ზრდით ხურავს. მიუხედავად რთული ეკონომიკური და ძლიერი კონკურენტული გარემოსი, რაოდენობაში ჯამური ზრდა 50% დაფიქსირდა, თუმცა სხვა მიმართულებებით ზრდა გაცილებით მაღალია და 80%-საც კი აღწევს.
საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სიცოცხლისუნარიან სექტორს - მაღალ ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე დაფუძნებულ ეკონომიკას, 9 სრულიად ახალი იდეა და დაფინანსებული ბიზნესი შეემატა
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.01.2017
ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის განცხადებით, ქვეყანამ პრეზიდენტად „პოტენციური დიქტატორი“ აირჩია.
სრულად
21.01.2017
კარნეგის ცენტრის უფროსი მკვლევარის, საქართველოს საკითხების სპეციალისტის თომას დე ვაალის შეფასებით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გაუმჭვირვალედ აწარმოა
სრულად
20.01.2017
"პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებას მოუწოდებს, „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების დეტალები გაასაჯაროოს
სრულად
20.01.2017
"ევროპული საქართველო" ეჯიბრება თავის ყოფილ, თუ დღევანდელ კოლეგებს იმაში, თუ რომელი უფრო მწვავე, შეუვალი და შეუდრეკელი იქნება "ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში
სრულად
20.01.2017
წინა თვესთან შედარებით, 2016 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4,8 %-ით გაიზარდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
22.01.2017
23.01.2017
USD
1
USD
2.6763
2.6763
EUR
1
EUR
2.8457
2.8457
GBP
1
GBP
3.2894
3.2894
RUB
100
RUB
4.4722
4.4722