გიორგი კვირიკაშვილი - ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში
გიორგი კვირიკაშვილი - ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში
11 იანვარი / 2017
ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 3 ახალი საწარმოს შექმნის შესახებ ისაუბრა.

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აღდგომიანთკარში შეიქმნება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და განხორციელდება 1 300 000 ლარამდე ინვესტიცია. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვედა ჩხოროწყუში შეიქმნება თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო. ინვესტიცია არის 130 000 ლარი. ჩაის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში შეიქმნება ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. კომპანიას იჯარის უფლებით
You must have Flash Player installed in order to see this player.
გადაეცემა 25 ჰა მიწის ფართობი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ თითოეული ახალი საწარმოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„სახელმწიფოს მიერ დაწყებული პროექტები ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ წამოიწყონ საკუთარი საქმე და ასევე, დაასაქმონ ათობით ადგილობრივი მცხოვრებელი. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები ადგილობრივი წარმოების პოტენციალის შექმნის კუთხით და რა თქმა უნდა, სახელმწიფო აგრძელებს საკუთარ ძალისხმევას ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ეს ადგილობრივი პოტენციალი ვერ იფუნქციონირებს, თუ არ იქნება ძალიან მყარი შეგნება თითოეულ ჩვენგანსა და საქართველოს მოსახლეობაში, რომ ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში. ეს არის ადგილობრივი დასაქმებულის ოჯახში ცხელი სადილი იმ საღამოს, ეს არის სახლში ხელდამშვენებული მისული მშობელი საღამოს და ეს კავშირი მუდმივად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვყიდულობთ ადგილობრივ პროდუქციას“, - განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები (1)
14.01.2017
ALEX
თქვეკაიხალხო ახლა რომ გაგახსენდათ ქართული პროდუქცია სად იყავით აქამდე ???? ქართველ გლეხს და სოფლად მცხოვრებ ფერმერებს ყველანაირ მოტივაციას უკლავთ. აივსო საქართველოს ბაზარი თურქეთიდან შემოტანილი ნაგავი საკვები პროდუქციით რომელიც ისეთი შხამებით მოყავთ რომ თვითონ თურქები არ ჭამენ იმას. საუბარი მაქვს კარტოფილზე ხახვზე მწვანილზე სხვადასხვა ხილსა თუ ბოსტნეულზე რომლითაც სავსეა დეზერტირების ბაზარი, გარდა მაგისა იწვევს უამრავ სიმსივნურ დაავადებებს, ადექით და ან აკრძალეთ და ან კიდევ იმხელა საბაჟო გადასახადი დაადეთ რო აქაურს უფრო უღირდეს ქართულ მიწაზე მოყვანა ვიდრე იმპორტიორს თურქეთიდან შემოტანა, ყველანაირ ნაგავს და საზიზღრობის შემოტანას უშვებთ საზღვარზე, ყველაფრის ღირსები ვართ ჩვენ მართლა რაააა....
მსგავსი სიახლეები
იანვარში საქართველოში საცალო პროდუქტების ფასების ინდექსი მკვეთრად გაიზარდა. თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტის მონაცემებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ფასების ინდექსის ზრდამ 10,1% შეადგინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები.
საქართველოს მოსახლეობის 80%-ს საკუთარი შემოსავლიდან არაფერი რჩება.
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
წვენების მწარმოებელი კომპანია „კამპა“ წვენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემოღების დაჩქარებას ითხოვს.
როდესაც მიხვალთ მაღაზიასა და სუპერმარკეტში, მოითხოვეთ ქართული პროდუქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია - ,,მოითხოვე ქართული” დაიწყო.
სამთავრობო პროგრამებით შევქმენით ქართული პროდუქტი, რომელიც არის ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, კამპანია ,,მოითხოვე ქართული” დაიწყო.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აღდგომლიანთკარში კერამიკული პროდუქციის მწარმოებელი საწარმო ამოქმედდება.
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 15 600 000 ლარით განისაზღვრა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.01.2017
იანვარში საქართველოში საცალო პროდუქტების ფასების ინდექსი მკვეთრად გაიზარდა. თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტის მონაცემებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ფასების ინდექსის ზრდამ 10,1% შეადგინა.
სრულად
23.01.2017
2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების წმინდა მოგება წინა თვესთან (ნოემბერთან) შედარებით 112 მილიონით გაიზარდა და 679 მილიონი ლარი შეადგინა.
სრულად
23.01.2017
"გაზპრომთან" დაკავშირებით მე რა განცხადებებიც მოვისმინე, ეს არის ან სპეციალურად ატეხილი აჟიოტაჟი, ან სერიოზულ დეკვალიფიკაციასთან გვაქვს საქმე. ეს ოპოზიციაში მყოფ, განსაკუთრებით "ნაციონალურ მოძრაობის" ორივე მხარეს შეეხება"
სრულად
23.01.2017
ჩვენი ოპონენტები მოითხოვენ შევაჩეროთ ხელშეკრულება და დავტოვოთ ქვეყანა სატრანზიტო გადასახადისა და ფაქტობრივად, გაზის გარეშე
სრულად
23.01.2017
საპარლამენტო უმცირესობა ”გაზპრომის” თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების გამართვას საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს, 8 თებერვალს მოითხოვს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
23.01.2017
24.01.2017
USD
1
USD
2.6763
2.6868
EUR
1
EUR
2.8457
2.8851
GBP
1
GBP
3.2894
3.3496
RUB
100
RUB
4.4722
4.5244