მსოფლიო ბანკი - 2017 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,2%-ს შეადგენს

მსოფლიო ბანკის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5,2%-ს მიაღწევს.

ბანკის ახალი ანგარიშის „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები“ თანახმად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2018 წლისთვის 5,3%-მდე გაიზრდება, თუმცა 2019 წლისთვის 5,0%-მდე შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ წინა - ივნისის ანგარიშის შემდეგ, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 0,7 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა, 2018 წლისთვის კი 0,3 პროცენტით.

ამასთან, მსოფლიო ბანკმა შეამცირა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 და 2018 წლებისთვის. ბანკის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2,7%-ს შეადგენს, 2018 წლისთვის კი 2,9%-ს.

ივნისის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2017 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდა 2,8% უნდა ყოფილიყო, 2018 წლისთვის კი 3%.

„2008-2009 წლების ღრმა რეცესიის შემდეგ, 2016 წელი გლობალური ეკონომიკისთვის ყველაზე სუსტი იყო“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.