ქართული მხარე სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომის “ მოთხოვნას დათანხმდა
 ქართული მხარე სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომის “ მოთხოვნას დათანხმდა
11 იანვარი / 2017
ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა.

„გაზპრომ ექსპორტის“ საბოლოო წინადადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ხელშეკრულების ახალი პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს.

„დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ „გაზპრომ ექსპორტის“ საბოლოო წინადადება სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულებულია, თუმცა რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით „გაზპრომ ექსპორტისგან“, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ოპტიმალური წინადადების მიღება. მთავრობამ იმსჯელა ამ წინადადებაზე და მიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ
You must have Flash Player installed in order to see this player.
რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება.

„ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება არსებული ვითარების გათვალისწინებით. საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო პრინციპებსა და სამართლებრივ ნორმებს, რაც მისი, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ტრანზიტის საფასურს, კალაძე კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ „ფინანსური თვალსაზრისით ჩვენ ვიღებთ დაახლოებით იგივე შედეგს, რაც ნედლეულის მიღების შემთხვევაში.“

„რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი ეს მოლაპარაკებები. რამდენიმე შეხვედრა იყო და ძალიან განსხვავებული პოზიციებიდან დაიწყო ჩვენი მოლაპარაკებები, თუმცა შეთანხმება, რომელიც შედგა, იყო საუკეთესო იმ წინადადებებისგან, რომელიც იყო მიღებული“, - განმარტა კალაძემ.

კითხვაზე, რომ თუკი შარშანდელი მოლაპარაკებების დროს ქართული მხარის გამარჯვებად ჩაითვალა ტრანზიტის საფასურის ნედლეულით ანაზღაურების პრაქტიკის შენარჩუნება, ახლა რატომ მოხდა პოზიციის დათმობა, კალაძემ აღნიშნა: „პოზიციის დათმობას ვერ ვიტყვით. ჩვენ დღეს ხელშეკრულება არა გვაქვს, 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა. მათი მოთხოვნა იყო, რომ გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეგვეძლებოდა ბუნებრივი აირის წამოღება არაკანონიერად, ანუ მოგვეპარა მილში გატარებული ბუნებრივი აირი. შემდეგ ამას მოჰყვებოდა სასამართლოში წასვლა და ეს გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.09.2017
მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-’’ და რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა.
სრულად
25.09.2017
ბიზნესმენ რომან ფიფიას განცხადებით, რუსთავის აზოტის გასხვისება უკანონო გარიგება იქნება, თუ აღნიშნულის თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.
სრულად
25.09.2017
შვეიცარიულმა სტარტაპმა Swiss Alpin Air უცხოეთში ალპების ჰაერის გაყიდვა დაიწყო. კომპანიის თქმით, ამ მეთოდით იმედოვნებენ, რომ მსოფლიოს დაბინძურებულ ქალაქებს სუფთა ჰაერით მოამარაგებენ.
სრულად
25.09.2017
2017 წლის იანვარ-აგვისტოში კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 157,494 მილიონი ლარით გაიზარდა.
სრულად
25.09.2017
რამდენით განსხვავდება საქართველოში საშუალო ხელფასი მეზობელი ქვეყნების - რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა­ და აზერბაიჯანის საშუალო ხელფასებისგან? რატომ ანიჭებენ ჩვენი მოქალაქეები უპირატესობას საჯარო სექტორში დასაქმებას? ამ საკითხებზე ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე გვესაუბრება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
25.09.2017
26.09.2017
USD
1
USD
2.4804
2.4829
EUR
1
EUR
2.9708
2.9497
GBP
1
GBP
3.3617
3.3497
RUB
100
RUB
4.3075
4.3289