"რუსეთის შემდგომი სამიზნე თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა იქნება, შემდეგ რკინიგზა. ესაა მცოცავი ეკონომიკური ანექსია"
"რუსეთის შემდგომი სამიზნე თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა იქნება, შემდეგ რკინიგზა. ესაა მცოცავი ეკონომიკური ანექსია"
11 იანვარი / 2017
საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე „გაზპრომის“ საკითხზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოღალატურს უწოდებს.

როგორც რომან გოცირიძემ  განაცხადა, ყველა არგუმენტი, რაც შარშან ჰქონდა მთავრობას „გაზპრომთან“ დათმობაზე წასვლის გასამართლებლად, ამოწურულია.

„მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის მოღალატური. აჩვენებს, რომ ხელისუფლება ექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ყველა არგუმენტი, რაც შარშან ჰქონდა მთავრობას „გაზპრომთან“ დათმობაზე წასვლის გასამართლებლად, ამოწურულია. შაჰდენიზის საერთაშორისო კონსორციუმმა 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი გამოგვიყო დამატებით და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენშიც გატარების უფლება მოგვცა. მიუხედავად ამისა, მთავრობამ კაპიტულაცია მოახდინა. აქ იკვეთება პირადი ინტერესებიც და ამას ადრე თუ გვიან ფარდა აეხდება. რუსეთის შემდგომი სამიზნე თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა იქნება, რომელიც „ყაზტრანსგაზის“ საკუთრებაშია. ამის შემდეგ კი რკინიგზა. ესაა მცოცავი ეკონომიკური ანექსია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.

კომენტარები (4)
12.01.2017
ქართლოსი
და რა მოხდა ესეთი ? ამ დემაგოგს უკვე აღარაფერი დაეჯერება . იყო ნატურით ანაზღაურება , ეხლა იქნება თანხით (მთავარია საბაზრო ფასი იყოს), გოცირიძეს სიმართლის თქმა რომ უნდოდეს, იმას იტყოდა რომ რუსეთისგან ფულის მიღება უფრო უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას , ვიდრე მისგან ნატურით გაზის მიღება (რაც ხორციელდება უკვე 15 წელია)
12.01.2017
ია
დაპირისპირებით მიაღწევ რამეს? სამყაროს ცენტრი ჰგონიათ ეს ქვეყანა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
26.05.2017
2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 1 776 719 ვიზიტორი შემოვიდა
სრულად
25.05.2017
საერთაშორისო ინვესტორებმა საქართველოს და მის კორპორატიულ სექტორს ნდობა გამოუცხადეს, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
სრულად
23.05.2017
საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის დირექტორმა სტრატეგიისა და პროგრამების დარგში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მარია შერმანმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სრულად
23.05.2017
თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს
სრულად
23.05.2017
თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამასთანავე, ჯერ კიდევ გამოუყენებელი პოტენციალის რეალიზაცია უფრო მომგებიანს გახდის ისედაც ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
26.05.2017
27.05.2017
USD
1
USD
2.4172
2.4172
EUR
1
EUR
2.7114
2.7114
GBP
1
GBP
3.1339
3.1339
RUB
100
RUB
4.2921
4.2921