დიმიტრი ქუმსიშვილი - „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმება არის მაქსიმუმი, რაც ამ პირობებში შესაძლებელი იყო
დიმიტრი ქუმსიშვილი - „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმება არის მაქსიმუმი, რაც ამ პირობებში შესაძლებელი იყო
11 იანვარი / 2017
„გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმება არის მაქსიმუმი, რაც ამ პირობებში შესაძლებელი იყო, რომ გაკეთებულიყო , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ პირველი იანვრიდან ხელშეკრულება აღარ არსებობდა და ურთიერთობებს არაფერი არეგულირებდა.

„არ
You must have Flash Player installed in order to see this player.
უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელშეკრულება განულდა პირველ იანვარს და ჩვენ ხელშეკრულება აღარ გვქონდა - ანუ არაფერი არ არსებობდა და ჩვენს ურთიერთობებს არაფერი არ არეგულირებდა. ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით. პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება შევინარჩუნეთ სრულად. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი დარჩა, ჩვენი გაზის მოწოდება დარჩა აზერბაიჯანიდან. ამ ნაწილში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ ნაწილში არანაირი ცვლილება არ არის“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.
კომენტარები (3)
11.01.2017
პეტრე
და რა სანქციებია თუ ეგ თანხა არ გადაიხადა? მოხდება ისევ გაზით ანაზღაურება?
11.01.2017
გურამი
ჩვენ რა გვქონდა მოსალაპარაკებელი რუსებთან,,როდემდე უნდა აგვიგდონ  მასხარად. ჩვენ ტერიტორიაზე ტვირთების(პირობითად) გატარებისთვის პირობებს რომელი მხარე უნდა კარნახობდეს?
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.03.2017
დოლარის კურსი მსოფლიოს ძირითადი ვალუტების კალათთან მიმართებაში, ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა.
სრულად
27.03.2017
ხაშურამდე ახალი ჩქაროსნული გზა აშენდება. E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, გარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება. 
სრულად
27.03.2017
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტის დეფოლტის სუვერენული IDR რეიტინგი “BB-” დონეზე შეუნარჩუნა და სტაბილურ პროგნოზზე დაუდასტურა.
სრულად
25.03.2017
ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Ryanair-ის საქართველოში შემოსვლის მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია გავრცელდა.
სრულად
25.03.2017
ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გალარების პროგრამის შესახებ წერს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.03.2017
28.03.2017
USD
1
USD
2.4513
2.4455
EUR
1
EUR
2.6484
2.6573
GBP
1
GBP
3.0609
3.0794
RUB
100
RUB
4.2821
4.3079