„გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულებით აღარ ვართ ისეთ მომგებიან პოზიციაში, როგორშიც ვიყავით“
„გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულებით აღარ ვართ ისეთ მომგებიან პოზიციაში, როგორშიც ვიყავით“
11 იანვარი / 2017
რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ახალი პირობებით დადებული ხელშეკრულების თანახმად, სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ქართული მხარე ფულად ანაზღაურებაზე გადავა.
მაშინ, როცა ძველი ხელშეკრულების თანახმად, რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის 10%-ს საქართველო ბუნებრივი აირის სახით იღებდა.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის თქმით, მართალია ახალი ხელშეკრულებით აღარ ვართ ისეთ მომგებიან პოზიციაში, როგორშიც ვიყავით, მაგრამ ახალი პირობებიც არ იქნება მნიშვნელოვნად დამაზიანებელი.

„ამასთან უფრო მომგებიანია ამა თუ იმ პირობებით სახელშეკრულებო ურთიერთობაში დარჩენა, ვიდრე სამართლებრივი დავა წამოგვეწყო. მონეტიზაციაზე გადასვლა გარდაუვალი იყო და ადრე თუ გვიან საერთაშორისო სტანდარტებით არსებული ახალი პირობების მიღება მოგვიწევდა, რადგან ტრანზიტულ ქვეყნებს ნატურით ანაზღაურების წესი პრაქტიკულად აღარ აქვთ“, - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.

მისივე თქმით, საქართველო რამდენიმე შეთანხმების ხელმომწერი ქვეყანაცაა (იგივე მაგალითად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია), რომელიც გარკვეულ ვალდებულებას გვაკისრებს. ესენია: ტრანზიტის შეუფერხებლად განხორციელების ვალდებულება, ტრანზიტის ერთი ქვეყნიდან მეორეში არადისკრიმინაციული მიდგომით განხორციელება, ამასთან საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.

„თუ „გაზპრომთან“ ახალი პირობებით
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხელშეკრულებას ხელს არ მოვაწერდით, დაიწყებოდა სამართლებრივი დავა და საკითხავია რამდენად მომგებიანი იქნებოდა ეს საქართველოსთვის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის იმიჯის, ისე სხვა ფაქტორების თვალსაზრისით. ისეთ ქვეყანასთან და კომპანიასთან სამართლებრივი დავა როგორიცა რუსეთი და „გაზპრომი“, ბევრად დამაზიანებელი აღმოჩნდებოდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხელშეკრულება,“ -აღნიშნა გვიდიანმა.

„გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებას ვადა გასული წლის 31 დეკემბერს გაუვიდა. ახალი ხელშეკრულება კი ორწლიანია, თუმცა, პირველ წელს ნედლეულით ანაზღაურების ფორმა ნაწილობრივ ისევ რჩება, ხოლო შემდგომ ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.
რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად მიღებაც იქნება შესაძლებელი.

„გაზპრომმა“ გასულ წელსაც შესთავაზა ქართულ მხარეს ნედლეულის გარდა, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლა, თუმცა, შარშანდელი მოლაპარაკებების დროს ქართულმა მხარემ ტრანზიტის საფასურის ნედლეულით ანაზღაურების პრაქტიკის შენარჩუნება შეძლო, რაც ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ გამარჯვებად ჩაითვალა.



კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.04.2017
საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის აზრით, საქართველოს ეკონომიკამ მიმდინარე წლის დასაწყისშივე კარგი სტარტი აიღო, რაც პირველი კვარტლის შედეგების გამოქვეყნებით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
სრულად
28.04.2017
2016 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 98,3 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 2,4 პროცენტით მეტია.
სრულად
28.04.2017
ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Alfardan Group-ი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
სრულად
28.04.2017
წინასწარი მონაცემებით, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 5.3%, ხოლო იანვარი-მარტის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 5.0% შეადგინა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.04.2017
29.04.2017
USD
1
USD
2.4751
2.4416
EUR
1
EUR
2.6996
2.6701
GBP
1
GBP
3.1939
3.1604
RUB
100
RUB
4.3579
4.2768