ფინანსთა სამინისტროსა და ISET-ს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ლივნიმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

როგორც სამინისტრო იუწყება, მემორანდუმის თანახმად, გათვალისწინებულია თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების, კვლევებისა და ტრენინგების ორგანიზებაში, აგრეთვე სტატიებისა და პუბლიკაციების მომზადებაში, საჯარო ლექციებისა და დისკუსიების ჩატარებაში.

მათივე ცნობით, დაგეგმილია ასევე ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თბილისის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სტუდენტების პრაქტიკის გავლა.