დიმიტრი ქუმსიშვილი - საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის ინფორმაციის ავტომატიზირებული გაცვლა მნიშვნელოვანია

საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის ავტომატიზირებული გაცვლა, რაშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული ჩვენს მეგობარს ქვეყნებთან , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს სახელმწიფოებს, ერთი მხრივ, უკეთესად მოახდინონ საზღვარზე მოძრავი საქონლისა და ტვირთის ადმინისტრირება, მეორე მხრივ კი ეს შეამცირებს კერძო სექტორის დანახარჯებს ვაჭრობაში.

საბაჟოს საერთაშორისო დღე მსოფლიოს 180 ქვეყანაში ერთდროულად იმართება. წელს ის მსოფლიო მასშტაბით საერთო სლოგანით - ”მონაცემთა ანალიზი საზღვრის ეფექტიანი მართვისთვის“ ჩატარდა.