უკრაინული სოიოს შპროტის იმპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველო მეორეა

2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, უკრაინიდან სოიოს შპროტის მსხვილ ექსპორტიორებს შორის უნგრეთი და საქართველო ლიდერობენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში უკრაინიდან განხორციელებული სოიოს შპროტის მთლიანი ექსპორტის 16% საქართველოზე მოდის, ლიდერ უნგრეთზე კი 21%. ამ მაჩვენებლებით საქართველომ და უნგრეთმა 2015 წლის მსხვილ ექსპორტიორებს - ბელორუსსა და თურქეთს გადაუსწრეს.

საერთო ჯამში, 2016 წლის დეკემბერში უკრაინიდან სოიოს ექსპორტმა 28,6 ტონა შეადგინა.