„პროკრედიტ ბანკი გერმანია“ – გრძელვადიანი, ხელსაყრელი დაფინანსების უზრუნველყოფით საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ღირებულებას ვზრდით

გერმანიის მსგავსი მისაღები პირობებით, გრძელვადიანი, ხელსაყრელი დაფინანსების უზრუნველყოფით ჩვენ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ღირებულებას ვზრდით.

ამის შესახებ ”პროკრედიტ ბანკ გერმანიის“ მენეჯმენტის საბჭოს თავმჯდომარემ კრისტოფ რეიტაგიმ „პალიტრა ჯგუფსა” და ”პროკრედიტ ბანკს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისას განაცხადა. მემორანდუმის თანახმად, ”პროკრედიტ ბანკმა” „პალიტრა ჯგუფს“, როგორც სიახლეებზე, განვითარებასა და სტაბილურობაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, 8 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი ევროპული განაკვეთით გამოუყო.

კრისტოფ რეიტაგის განცხადებით, "პროკრედიტ ბანკ გერმანიას" სურვილი აქვს გრძელვადიანი, ხელსაყრელი განაკვეთით სესხების გამოყოფა მომავალშიც განავითაროს საქართველოში და უფრო მეტი ბიზნესი აკეთოს ქვეყანაში.

„გერმანიის ”პროკრედიტ ბანკი” ”პროკრედიტ ბანკ საქართველოსთან” თანამშრომლობით, ვცდილობთ შევქმნათ ისეთი ვითარება, რომელიც ყველა მხარისთვის - მომხმარებლებისთვის, „პროკრედიტ საქართველოსა“ და „პროკრედიტ გერმანიისთვის“ ასე ვთქვათ, მომგებიანი იქნება. ჩვენ ვაერთიანებთ ჩვენს შესაძლებლობებს საქართველოში ”პროკრედიტ ბანკთან”, რათა დავაკავშიროთ ბიზნესები ერთმანეთს, გადავხედოთ და გავაანალიზოთ საინვესტიციო გეგმები და უზრუნველვყოთ ფინანსების მობილიზება. გერმანიის ”პროკრედიტ ბანკი” იყენებს თავის შესაძლებლობებს, უზრუნველყოს ძალიან იაფი დაფინანსება ასეთი პროექტებისთვის და ამგვარად ვეხმარებით საქართველოში ”პროკრედიტ ბანკს” ბიზნესგანვითარების მიზნით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გერმანიის მსგავსი მისაღები პირობებით გრძელვადიანი, ხელსაყრელი დაფინანსების უზრუნველყოფით საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ღირებულებას ვზრდით. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. ჩვენ ვქმნით სიტუაციას, რომელშიც ყველა მხარე სარგებელს იღებს. ვფიქრობთ, ამ კუთხით უნდა განვვითარდეთ და ვისურვებდით, რომ მეტი ბიზნესი გვეკეთებინა საქართველოში”, - განაცხადა ”პროკრედიტ ბანკ გერმანიის“ მენეჯმენტის საბჭოს თავმჯდომარემ კრისტოფ რეიტაგიმ.

თავის მხრივ, ”პროკრედიტ ბანკ საქართველოს“ დირექტორ ალექს მატუას თქმით, ”პალიტრა ჯგუფი” აღქმულია როგორც პარტნიორი და არა, როგორც კლიენტი. ბანკის დირექტორის განმარტებით, ”პალიტრა ჯგუფმა” დააკმაყოფილა ყველა ის მოთხოვნა, რაც კი არსებობდა გერმანული მხარის მიერ.

”მოგეხსენებათ, ”პროკრედიტ ბანკმა” სტრატეგია შეიცვალა და მთლიანად ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და ამ პროცესში ბანკმა დანერგა მრავალი ახალი პროექტი

ბოლოს წლების განმავლობაში. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ 2016 წელს დავიწყეთ, ეს არის თანადაფინანსების პროგრამა. ეს არის პროგრამა, რომელიც ”პროკრედიტ ბანკ საქართველოსა” და ”პროკრედიტ ბანკ გერმანიის” მიერ ხდება ერთობლივი პროექტების დაფინანსება საქართველოში. ჩვენი დამფუძნებლების და გერმანული მხარის მიერ საქართველო აღიქმება განვითარებად ეკონომიკად და შესაბამისად, არსებული კომპანიები არის ძალიან საინტერესო, როგორც ”პროკრედიტ ბანკ საქართველოსთვის”, ისე გერმანიისთვის", - აღნიშნა ალექს მატუამ.

”პალიტრა ჯგუფის” ფინანსური მენეჯერის ლაშა დევდარიანის განმარტებით კი, ”სასიხარულოა, რომ ქართულ ბაზარზე შესაძლებელი ხდება ასეთი პირობებით კრედიტის მიღება ბიზნესორგანიზაციებისთვის”. მისი თქმით, ეს აუცილებლად დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის ბიზნესკლიმატზე.