ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 125-ე პოზიციაზეა

გაერო-ს 2017 წლის ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 155 ქვეყანას შორის 125-ე პოზიციაზეა.

კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ნორვეგიაა, რომელსაც მოსდევს დანია, ისლანდია, შვეიცარია და ფინეთი. ათეულში ასევე მოხვდნენ ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი.

რეიტინგის შედგენის დროს გათვალისწინებულია შემდეგი პარამეტრები: მთლიანი შიდა პროდუქტის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სამოქალაქო თავისუფლება, კორუფციის დონე, მოსახლეობის დიდსულოვნება და სიუხვე.

ამავე კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე უბედური ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა. რეიტინგის ბოლო ხუთეულში ასევე არიან ბურუნდი, ტანზანია, სირია და რუანდა.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს - სომხეთი რეიტინგში 121-ე პოზიციაზეა, აზერბაიჯანი - 85-ე პოზიციაზე, თურქეთი - 33-ე, რუსეთი - 49-ე, უკრაინა კი 132-ე პოზიციაზეა.

2017 წლის რეიტინგი 2014-2016 წლების მონაცემებს აერთიანებს. გასული წლის რეიტინგში საქართველო 126-ე პოზიციაზე იყო.