საქართველო გლობალური პასპორტის რეიტინგში დაწინაურდა

გლობალური პასპორტის 2017 წლის რეიტინგში საქართველო 103 ქულით 44-ე პოზიციაზე დაწინაურდა.

მსოფლიო პასპორტების ინდექსში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება უვიზო რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება. ინდექსი სავიზო რეჟიმის ცვლილებებთან ერთად ხშირად იცვლება. გარდა ამისა, ინდექსი რამდენიმე სხვა კომპონენტსაც მოიცავს, თუმცა უმთავრესი მაინც უვიზოდ მოგზაურობის მაჩვენებელია.

გლობალური პასპორტის რეიტინგს 160 ქულით გერმანია ლიდერობს, მეორე ადგილზეა შვედეთი 159-ე ქულით. მესამე ადგილს კი იყოფენ დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, სინგაპური, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი. აღნიშნულ ქვეყნებს 158 ქულა აქვთ.

საქართველოს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ მონტენეგრო, რუსეთის ფედერაცია, თურქეთი, მოლდოვა და ნიკარაგუა და შესაბამისად, 43-ე ადგილზე არიან. ჩვენს შემდგომ ქვედა პოზიციებზე არიან რეგიონის სხვა ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

რეიტინგში ბოლო ადგილზე არიან ავღანეთი, პაკისტანი, ერაყი, სირია და სომალი.

კოკა კვირკველია