2017 წლის მარტში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,5 პროცენტი შეადგინა

2017 წლის მარტში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 5,4 პროცენტით განისაზღვრა.

სტატისტის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,33 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-8,5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2,0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-0,5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (2,0 პროცენტი), აგრეთვე ზეთსა და ცხიმზე (1,4 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,5 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,13 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (-1,7 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1,8 პროცენტი), ასევე თამბაქოს ნაწარმზე (0,7 პროცენტი).

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 2,26 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (27,4 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,6 პროცენტი); მოცემულ პერიოდში ფასების 5,4 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 1,62 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე (13,6 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (8,1 პროცენტი), ზეთსა და ცხიმზე (7,8 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6,1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-4,5 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 16,0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (33,1 პროცენტი).