სალომე სამადაშვილი - „გაზპრომი“ არის პირდაპირ კრემლის გავლენის ინსტრუმენტი

„გაზპრომი“ არის პირდაპირ კრემლის გავლენის ინსტრუმენტი და ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რაზე შეთანხმდა ეს კომპანია და დღევანდელი ხელისუფლება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით სარგებლობენ კონკრეტული მაღალჩინოსნები, რასაც ქვეყნის ინტერესები შეიძლება შეეწიროს. "გაზპრომი ესაა პოლიტიკური ზეგავლენის ინსტრუმენტი რუსეთისთვის. პირველ რიგში, როდესაც გაზპრომის გავლენაზე ვმსჯელობთ, უნდა დაისვას შეკითხვა - არის თუ არა ქვეყნის არაფორმალური მმართველი ივანიშვილი გაზპრომის ყველაზე მსხვილი აქციონერი?! რაზეც არაერთხელ დაწერილა.

ჩემთვის გასაოცარია, როდესაც უმრავლესობის დეპუტატები, რომელთაც მანდატი ამომრჩევლებმა სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის მისცეს, თვალით უნახავ ხელშეკრულებაზე, რომელიც შესაძლოა გრძელვადიანი საფრთხის შემცველი იყოს, დარწმუნებით საუბრობენ. ნუ ატყუებთ საზოგადოებას, რომ ეს ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოს ინტერესებითაა დაცული.

„გაზპრომი“ არის პირდაპირ კრემლის გავლენის ინსტრუმენტი და ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რაზე შეთანხმდა ეს კომპანია და დღევანდელი ხელისუფლება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.