2017 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 86.96%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 467 სამგზავრო და სატვირთო რეისი (2 799 რეგულარული და 668 ჩარტერული) შესრულდა.

რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (2 622) 32.23%-ით აღემატება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.56%-ით საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ იმატა. კერძოდ, 2017 წელს - 30 822 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა, მაშინ როცა 2016 წელს - 27 627 ერთეული გადაფრენა განხორციელდა.

მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, ზრდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც დაფიქსირდა. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 8 982, 414 ტონა შეადგინა, რაც 4 178, 020 ტონით, შესაბამისად - 86.96%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.