მსოფლიოში გემების პირველ გვირაბს ნორვეგია ააშენებს

ნორვეგიაში კლდოვანი ნახევარკუნძულის გავლით გემებისთვის განკუთვნილ პირველ გვირაბს ააშენებენ.

1700 მეტრი სიგრძის გვირაბი „სტადის“ ნახევარკუნძულის ყველაზე ვიწრო ადგილში გაითხრება, რაც საშუალებას მისცემს სატვირთო და სამგზავრო ხომალდებს, თავიდან აიცილონ შტორმებითა და ნისლით განთქმული სტადავესტის ზღვის გავლა.

პროექტის განმახორციელებლების თქმით, გვირაბის მშენებლობას სამიდან ოთხ წლამდე პერიოდი დასჭირდება და დაახლოებით 315 მილიონი დოლარი დაჯდება. მის შესაქმნელად ინჟინრებს 8 მილიონი ტონა ქვის გამოტანა მოუწევთ.

გემებისთვის განკუთვნილი გასასვლელები და არხები მსოფლიოს არაერთ ადგილას არის შექმნილი, მაგრამ ეს იქნება პირველი გვირაბი, რომელიც 16 000-ტონაინი გემის გატარებას შეძლებს. პროექტის ავტორები გვირაბში საათის განმავლობაში 5 გემის გავლას ვარაუდობენ. უნიკალური გვირაბის ოფიციალური გახსნა 2023 წლისთვის იგეგმება.

კოკა კვირკველია