აშშ დროებითი სამუშაო ვიზების განაწილების პროგრამის შეცვლას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დროებითი სამუშაო ვიზების განაწილების პროგრამის შეცვლას გეგმავს.

ბრძანებას, რომელიც "შეიძინე ამერიკული, დაასაქმე ამერიკელი" (Buy American, Hire American) სახელითაა ცნობილი, ტრამპმა ხელი შტატ ვისკონსინში მდებარე ქარხანაში ვიზიტისას მოაწერა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ამერიკა უპირველეს ყოვლისა", ტრამპი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ დროებითი სამუშაო ვიზების გაცემის პროგრამას, რომელიც მაღალკვალიფიციური უცხოელი მუშახელის დაქირავების საშუალებას იძლევა, მთლიანად გააუქმებდა. თეთრი სახლის ლიდერმა შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროებს პროგრამის ცვლილებასთან დაკავშირებით, საკუთარი წინადადებების წარდგენა დაავალა.

"აღნიშნული ნაბიჯით ჩვენ ვგზავნით ძლიერ შეტყობინებას, რომ დავიცავთ ჩვენს დასაქმებულებს, სამუშაო ადგილებს და, საბოლოო ჯამში, ამერიკას ფეხზე დავაყენებთ"- განაცხადა ტრამპა.

ამერიკის შეერტებული შტატებს, დასაქმების მსურველ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის, 85 ათასი H-1B სამუშაო ვიზა აქვს განაწილებული. ძირითადად, ტექნოლოგიურ სფეროში.

ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი მიზანია, დარწმუნდეს, რომ ვიზები მიზანმიმართულად, მართლაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირებზე გაიცემა

და რომ კომპანიების მიერ თანამშრომელთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იაფი მუშახელი არ არის.

გასულ წელს, Disney სამუშაო ადგილებიდან ამერიკელების გათავისუფლებასა და სანაცვლოდ, იაფი უცხოელი მუშახელის დასაქმებაში დაადანაშაულეს, რომელთაც გაცილებით ნაკლები კვალიფიკაცია ჰქონდათ.

reuters-ის ცნობით, გასულ წელს, Facebook-ის თანამშრომელთა 15%-ზე მეტი დროებითი სამუშაო ვიზით სარგებლობდა. აღსანიშნავია, რომ მელანია ტრამპი სამოდელო კარიერის დასაწყისში, ამერიკაში H-1B-ის ვიზის მეშვეობით ჩავიდა.

წყარო: ALLNEWS.GE