მტკვარზე წყლის ტრანსპორტის განვითარება იგეგმება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მტკვარზე მგზავრების გადაადგილების ალტერნატიული საშუალების შექმნის მიზნით, წყლის ტრანსპორტის განვითარება იგეგმება.

დედაქალაქის გენგეგმის დოკუმენტის მიხედვით, მდინარის ნაპირები რამდენიმე ადგილზე წყალთან მისადგომებითაა (კიბეებითა და პანდუსებით) აღჭურვილი, თუმცა მათი გამოყენებისთვის რამდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი.

„გამოკვლეული არ არის მდინარის ნაპირების სიღრმე ნაოსნობისთვის და შეიძლება საჭიროც იყოს ადგილზე მიწის ამოღება, რაც ხელს უშლის არსებულ მისადგომ პუნქტთან მიწვდომადობას, რამდენადაც დიდია სიმაღლის სხვაობა წყლის დონიდან ქუჩის დონემდე, მდინარის ნაპირებთან წვდომა გართულებულია ქალაქის მთელ სიგრძეზე არსებული დატვირთული და ფართო სატრანსპორტო მაგისტრალების გამო. ასევე ძალიან ცოტა ადგილი იძლევა მდინარესთან მისვლის საშუალებას, რაც გულისხმობს ერთი მისადგომიდან მეორე მისადგომამდე მისვლის მანძილს”, - ნათქვამია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში.

გენგეგმის მიხედვით, მტკვარზე წყლის სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე ძალიან დაბალი უნდა იყოს.