ტრამპს პრეზიდენტობა ადვილი ეგონა

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა, რომ პრეზიდენტობა მის „წინა ცხოვრებაზე“ მეტად ადვილი იქნებოდა.

პრეზიდენტს ენატრება მანქანის ტარება და თავს გრძნობს აბრეშუმის პარკში გახვეულად, ის არ მოელოდა თუ ასეთი რთული იქნებოდა ამჟამინდელი საქმინოაბა.

როგორც დონალდ ტრამპმა „როიტერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, „მას მოსწონდა წინა ცხოვრება, ვინაიდან არ ეგონა თუ ამდენი სამუშაო ექნებოდა".

მისი განცხადებით, უყვარს როდესაც ავტომობილს მართავს, ახლა კი ამის გაკეთების საშუალება არა აქვს.

"როიტერის" ცნობით, არჩევნებში გამარჯვებიდან 5 თვისა და ადმინისტრაციაში მოსვლის 100 დღის თავზე ყოფილი ნიუიორკელი ბიზნესმენი თავს გადაღლილად გრძნობს.

კოკა კვირკველია