მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის უსაფრთხოების მხრივ საქართველო მე-7 პოზიციაზეა

„დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო 125 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზე დასახელდა უსაფრთოების მხრივ.

დამოუკიდებელი კვლევითი ვებგვერდის Numbeo-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში დანაშაულის ინდექსი 20.83, უსაფრთხოების ინდექსი კი 79.17-ია.

აღსანიშნავია, რომ წინა კვლევაში, რომელიც გასული წლის აგვისტოში გამოქვეყნდა, საქართველო უსაფრთხობის მხრივ 118 ქვეყანას შორის მესამე პოზიციაზე იყო.

მიმდინარე კვლევაში უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოს უსწრებენ ჰონგ კონგი, გაერთიანებული არაბთა საამიროები, ავსტრია, ტაივანი, სინგაპური და ყატარი.

ყველაზე მაღალი დანაშაულის ინდექსი ვენესუელაშია, რომელსაც პაპუა ახალი გვინეა, ჰონდურასი, სამხრეთ სუდანი და სამხრეთ აფრიკა მოსდევს.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, „დანაშაულის ინდექსში“ უკრაინა 41-ეა, თურქეთი - 71-ე, რუსეთი - 59-ე, აზერბაიჯანი - 108-ე, სომხეთი კი 107-ე პოზიციაზეა.