„გაზპრომმა“ შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა მილგაყვანილობის მშენებლობა დაიწყო

„გაზპრომმა“ შავი ზღვის ფსკერზე "თურქული ნაკადის" პროექტის ფარგლებში წყალქვეშა მილგაყვანილობის მშენებლობა დაიწყო.

პროექტი „თურქული ნაკადი“ 2019 წლისთვის დამთავრდება. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ალექსეი მილერი ამბობს, ახალი მშენებლობა თურქ და ევროპელ მომხმარებელს ახალ და საიმედო საშუალებებს მისცემს რუსული გაზის იმპორტისთვის.

„თურქული ნაკადის“ იდეა ჯერ კიდევ სამი წლის წინ გაჩნდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგას, რეჯეპ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

„გაზპრომის“ მშენებლობის შესახებ კანონის რატიფიკაციას პუტინმა ხელი 7 თებერვალს მოაწერა. მისი რეალიზაციისთვის პასუხისმგებელი რუსეთის მხრიდან „გაზპრომია“, ხოლო თურქეთის მხრიდან - „ბოტაში“. დოკუმენტის ხანგრძლივობა 30 წელია, შემდგომ 5-წლიანი გაგრძელების პერსპექტივით.