ნავთობის ფასმა 52 დოლარს გადააჭარბა

ნავთობის ფასმა სამი კვირის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია და ბარელზე 52 დოლარს გადააჭარბა.

"როიტერის" ინფორმაციით, "ბრენტის" მარკის ნავთობზე ფასი ბარელზე 52,38 დოლარამდე გაიზარდა, აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი კი 1,48 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 49,32 დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსთა თქმით, ამის მიზეზი ტოპ ექსპორტიორების -  საუდის არაბეთისა და რუსეთის, განცხადება გახდა, რომლის მიხედვით მიწოდების შეჩერება 2018 წლამდე გასტანს. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება OPEC-ის  ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ნავთობის მიწოდების შეჩერება 6 თვეს უნდა გაგრძელებულიყო.

ორივე ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ მსგავსი სიტუაცია 9 თვეს ანუ 2018 წლის მარტამდე გასტანს.

აღსანიშნავია, რომ OPEC, რუსეთი და სხვა მიმწოდებლები თავდაპირველად მიწოდების ყოველდღიურად 1.8 მილიონი ბარელით შეჩერებაზე შეთანხმდნენ.