იანვარ-აპრილში საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო

2017 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთია, რომლის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსთან 452 მილიონი დოლარი შეადგინა. თურქეთს მოსდევს რუსეთი - 341 მილიონი დოლარი, აზერბაიჯანი - 273 მილიონი დოლარი, ჩინეთი - 241 მილიონი დოლარი, გერმანია - 157 მილიონი დოლარი.

ათეულში ასევე მოხვდნენ უკრაინა, სომხეთი, აშშ, ბულგარეთი და იტალია.