რუსეთმა თურქეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები მოხსნა

რუსეთის მთავრობამ თურქეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები მოხსნა.

თუმცა, ძალაში რჩება შეზღუდვები თურქეთიდან პომიდვრის იმპორტზე. აღნიშნულის შესახებ რუსეთის მთავრობის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი.

როგორც რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩოვმა აღნიშნა, რუსეთი სულ მცირე სამი წლის განმავლობაში ძალაში დატოვებს შეზღუდვებს თურქეთიდან პომიდვრის იმპორტზე.

ოფიციალურმა მოსკოვმა თურქეთს რიგი შეზღუდვები, მათ შორის პროდუქტების იმპორტზე ემბარგო მას შემდეგ დაუწესა, რაც 2015 წლის ნოემბერში თურქეთის საჰაერო ძალებმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს.