სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი - მთავრობამ დიდ პროგრესს მიაღწია ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით

თქვენმა მთავრობამ და სახელმწიფომ დიდ პროგრესს მიაღწია ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით, - განაცხადა სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ, ტაო ჟენგიმ.

„დასაფასებელია ხელისუფლების მტკიცე განზრახვა, განაგრძოს ეკონომიკური რეფორმები. ჩვენ მოხარული ვართ, მთავრობასთან ერთად ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ამ პროგრამების უფრო წარმატებულად გადაქცევას. ჩვენ ვმუშაობთ, რათა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდა, სტაბილურობა, რათა ეკონომიკური ზრდის სარგებელი განაწილებული იყოს მთლიანად მოსახლეობას შორის“, - აღნიშნა ტაო ჟენგიმ.

მისი თქმით, ყურადღება გამახვილდება სტრუქტურული რეფორმების გატარებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე. „ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ სტრუქტურულ რეფორმებზე, მათ შორის ფისკალურ მართვაზე. კიდევ ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის ის, რომ სამუშაო ადგილების შექმნა საკმარისი იქნება მოსახლეობისთვის. ასევე ეკონომიკა უფრო ადაპტირებული უნდა იყოს ახალ გარემოსთან და ტექნოლოგიებთან“, - დასძინა მან.