დიმიტრი ქუმსიშვილი - როცა ჩვენ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტი შევიტანეთ პარლამენტში, ვეყრდნობოდით სტატისტიკას

როცა ჩვენ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტი შევიტანეთ პარლამენტში, ვეყრდნობოდით სტატისტიკას, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ქუმსიშვილმა უპასუხა ოპოზიციის ინიციატივას იმის შესახებ, რომ ბარიერმა 200 000 ლარამდე აიწიოს. “მაშინ, როცა ჩვენ ეს პროექტი შევიტანეთ, რა თქმა უნდა, ვეყრდნობოდით სტატისტიკას და სტატისტიკიდან გამომდინარე შევიტანეთ აღნიშნული კანონპროექტი. 100 000 ლარამდე ბარიერის დაწევის შემთხვევაში 90%-ზე მეტი არ მოხვდება კრიმინალში. პრაქტიკულად ჩვენ მოვხსენით ეს ნაწილი და ამ და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო, მივიღეთ დასაბუთებული გადაწყვეტილება აღნიშნულზე”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.