აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა ბათუმის შემოვლითი გზის პროექტისთვის 114 მილიონი დოლარის სესხი გამოყო

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა საქართველოში, ტაჯიკეთსა და ინდოეთში პროექტების განხორციელების მიზნით ორი სესხი და 324 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სააქციო ინვესტირება დაამტკიცა.

აღნიშნული მოიცავს ბანკის პირველ სააქციო ინვესტირებას, რომელიც 150 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პანდიანმა განაცხადა, რომ სააქციო ინვესტირება გააუმჯობესებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პოტენციალს დააფინანსოს მაღალი ხარისხის, კერძო სექტორის პროექტები.

114 მილიონი აშშ დოლარის სესხი განკუთვნილია ბათუმის შემოვლითი გზის პროექტისთვის. ეს პირველი სესხია, რომელსაც ბანკი საქართველოს აძლევს. სესხის დაფინანსება აზიის განვითარების ბანკის მეშვეობით მოხდა.