1,5-მილიარდიანი ხარჯის მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო ფრონტზე ვითარება უცვლელია

ბოლო 4 წელიწადში სახელმწიფო პროგრამებითა თუ საერთაშორისო დონორების დაფინანსებით სოფლის მეურნეობაში დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარი დაიხარჯა.

ამის მიუხე­დავად, დღეს სოფლის მეურნეობის ამსახველი სტატისტიკა იმედისმომცემი ნამდვილად არ არის: ნული ინვესტიცია მიმდინ­არე წლის პირველ კვარტალში და მხოლოდ 10 მილ­იონი გასული წლის განმავლობაში. ბოლო 10 წელიწადია, სოფ­ლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში არ შეცვლილა და 8,4-9,4%-ის ფარგლებში მერყეობს. არის თუ არა 1,5 მილიარდი ლარი წყალში გადაყრილი ფული და რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო დაფინანსებით შესრულებული პროგრამები?

ირაკლი კოჭლამაზაშვილი,­ "ეკონომიკის საერთაშორისო­ სკოლის" (ISET) აგრარული მიმართულების უფროსი მკვლევარი: - არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, სადღაც მცირე ცვლილებები გვაქვს, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის. ბევრი სახელმწიფო პროგრამა მოკლევადიანი იყო და როგორც ამბობენ, სისხლის გადასხმის ფუნქციას ასრულებდა. მაგალითად, როგორც კი შეწყდა უფასო ხვნა-თესვის პროგრამა, ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობებიც შემცირდა. ეს შედეგი მაჩვენებელია იმისა, რომ მიწების უფასო ხვნა-თესვისთვის დახარჯული­ ფულით ხელისუფლებამ პრობ­ლ­ემა კი არ აღმოფხვრა, ცოტა ხნით გადაავადა და პლუს ცუდი სამსახური გაუწია ფერმერებს, რადგან მასზე დამო­კიდებული გახადა. შედეგად, ფერმერი ნაკლებად ზრუნავს განვითარებაზე, კონკურენტუნარიანობაზე, და როგორც კი შეწყდა სახელმწიფო პროგრამა, ნათესი ფართობებიც შემცირდა.

კიდევ ერთი მიზეზი შესაბამისი ცოდნისა და უნარების უქონლობა, თანამედროვე­ ტექნოლოგიების არარსებობაა. სწორედ ამ მიზეზით ათწ­ლეულებია, მოჯადოებულ წრეზე დავდივართ.

როცა გვაქვს დაბალპროდუქტიული წარმოება, ნაკლებად დაზღვ­ე­ული წარმოებისა და მარკეტინგის რისკები, რაც ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში კვლავ ამინდსა და გარემო პირობებზე ვართ დამოკიდებული, რომელ განვით­არებაზეა ლაპარაკი.­ სოფლის მეურნეობაში გრძელვადიანი პროექტებია საჭირო. უნდა მოხდეს ფერმერების ცნობიერების ამაღლება. ბევრ გლეხს მოსავალი წინაპრებისგან ნასწავლი მეთოდებით მოჰყავს, რაც დღეს არაკონკურენტულია. არადა, არსებობს თანამედროვე, მაღალპროდუქტიული ჯიშები, ახალი ტექნოლოგიები... ამას გარდა, სოფლის მეურნეობა არ არის მხოლ­ოდ პირველადი წარმოება და შესაბამისად, არც მხოლოდ პირვ­ელადი წარმოების განვითარებაა საკმარისი. დამატებული ღირებულება გადამუშავების, შენახვის, დასაწყობებისა და ბაზრისთვის მიწოდების დროს იქმნება.

სოფლის მეურნეობას მარკეტ­ინგული გამართვაც სჭირდება.­ მაგ­ალითად, ჩვენთან სეზონზე ყველას ერთი და იგივე პროდუქტი გამოაქვს გასაყიდად, რაც პროდუქციის ფასს აგდებს. კარგი მოსავალიც რომ მიიღონ, ასეთ პირობებში მაინც მცირე შემოსავალი ექნებათ. ამიტომ უნდა არს­ებობდეს კონსოლიდაციის ცენტ­რები, კოოპერატივები სერვისისა­ და მარკეტინგის მიმართულებ­ით,­ რაც გავრცელებული ფორმაა აგრარულად განვითარებულ ქვეყნებში. როცა გლეხს კარგი მოსავალი მოჰყავს, უნდა ჰყავდეს გარანტირებული მყიდველი და თვითონაც შეეძლოს პროდუქციის უწყვეტად მიწოდება. უნდა მოხდეს კონსოლიდაცია, რათა თუნდაც შუამავალი გამოთიშონ და თავიანთ პროდუქტზე­ მეტი დამატებითი ღირებულება­ მიიღონ.

მნიშვნელოვანია ხარისხის უზრუ­­ნველყოფა, ამაზე ევროკავ­შირის დირექტივებიც მიგვითითებს. ამასთან, ეს პირდაპირ უკავშირდება ჯანმრთელობას. უვნებელი პროდუქტი უნდა ვაწარმოოთ!

სახელმწიფოს როლი სოფლის მეურნეობაში მხოლოდ სუბსიდი­ით არ გამოიხატება. შარშან სახე­ლმწიფო შესყიდვებში საკვების შესასყიდად სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციისთვის დაახლოებით 118 მილ­იონი ლარი დაიხარჯა, მათ შორის ჯარისთვის, ბაღებისა და სკოლებისთვის. სახელმწიფო შესყიდვებისას შესაძლებელია აქცენტი ქართულ პროდუქციაზე გაკეთდეს, რაც ადგილობრივ წარმოებას დამატებით სტიმულს მისცემს. მით უფრო, რომ გვაქვს მთელი რიგი პროდ­უქტები და მათი სწორად შენახვის, დასაწყობებისა და რეალიზაციის პირობებში შესაძლებელია იმპორტირებულისთვის კონკურენციის გაწევა. მეტიც, გვაქვს ისეთი პროდუქტები, რომლებსაც ვერც კი ვიყენებთ. ამის მაგ­ალითია მატყლი - ხშირად მას წვავენ და ანადგურებენ, რადგან მატყლის გადამუშავების ინდუსტრია არა გვაქვს განვითარებული.

პროგრამებში თავიდანვე უნდა იყოს გაწერილი ინდიკატორები, რომელთა მიხედვით მათი ეფექტიანობა შეფასდება. ჩვენთან ამის პრაქტიკა არ არსებობს და არც არავინ ცდილობს დანერგვას.

სოფლის მეურნეობაში შედ­ეგი არ დგება­ დღეს და ხვალ, შედეგი დიდი ხნის შემდეგ მოდის. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი სწორი დასკვნების გამოტანა, რათა მომავლისთვის სწორი ნაბიჯები გადავდგათ. ყველა სახელმწიფო პროგრამაში უნდა იყოს ინდიკატორები, რათა დახარჯული სუბსიდიის ეფექტიანობა გავზომოთ, გამოვიტანოთ დასკვნები და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ.

ემა ტუხიაშვილი

წყარო „კვირის პალიტრა"