მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა

2017 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მაისში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 185 მილიონი დოლარი იყო. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტმა 181 მილიონი დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.